„ბიბისი“-ზე უკვეთავენ სტატიებს, როგორ გადაარჩინა ქვეყანა სამმა მუშკეტერმა“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 7 ივლისს, პარტია „გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია „რუსთავი -2″-ის ეთერში კორონავირუსზე საუბრისას, შეკვეთილი უწოდა 6 ივლისს „ბიბისიზე” გამოქვეყნებულ სტატიას – „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი” საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში”.

ბრიტანულმა მაუწყებელმა „ბიბისიმ“ ქართველი ეპიდემიოლოგების შესახებ გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველო მოხვდა 15 ქვეყნის სიაში, რომლებსაც ევროკავშირი საკმარისად უსაფრთხოდ მიიჩნევს იმისთვის, რომ საზღვრების გაუხსნას. საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეცნიერებმა დაიმსახურეს დიდი პატივისცემა. სამეულში შედიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე, რომელიც თბილისის ინფექციურ დაავადებათა, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს ხელმძღვანელობს.

გადამოწმებული: 1tv.ge

ზურაბ ჯაფარიძის ბრალდებასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა კითხვით მიმართა „ბიბისის“, საიდანაც პასუხი 11 ივნისს მიიღო.

„სიმართლეს არ შეესაბამება ვარაუდი, რომ ეს სტატია შეკვეთილია. მართალია, ვებგვერდ BBC.COM-ზე რეკლამა ქვეყნდება, თუმცა „ბიბისი ნიუსი” და მიმდინარე ამბები ვერ იქნება დასპონსორებული. ჩვენ არ ვიღებთ პოლიტიკურ რეკლამას. ისევე როგორც „ბიბისი ნიუსის” მთელი კონტენტი, ეს სტატია არის ჟურნალისტიკის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ნაწილი, რომელიც შეესაბამება ჩვენს მტკიცე სარედაქციო წესებს”, – აცხადებენ „ბიბისის“ პრესსამსახურში.

ამდენად, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, რომ „ბიბისი“-ზე გამოქვეყნებული სტატია – „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, არის შეკვეთილი, საფუძველს მოკლებულია, სტატია ობიექტურად ასახავს საქართველოს წარმატებას კორონავირუსთან ბრძოლაში და ჯაფარიძის ბრალდება არის სიყალბე. 

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით