„ოქსფორდის ბოლო კვლევის მიხედვით, აცრილებში ვირუსის რაოდენობა 251-ჯერ მეტია, ვიდრე აუცრელებში“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 11 თებერვალს, ვებ-პორტალმა tvm.ge-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით, „ხალხო გაიგეთ, ვინც გცრით, თქვენი მტერია“.

„ოქსფორდის ბოლო კვლევის მიხედვით, აცრილებში ვირუსის რაოდენობა 251-ჯერ მაღალია, ვიდრე აუცრელებში. აი თურმე რატომ ინფიცირდებიან პანტაპუნტით აცრილები და იშვიათად აუცრელები. ხალხო გაიგეთ ვინც გცრით თქვენი მტერია“, – წერს tvm.ge.

გადამოწმებული: 1tv.ge

AP News-ის მიხედვით, კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის კლინიკური კველევების ჯგუფმა სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ 2021 წლის 10 აგვისტოს გამოაქვეყნა და ის, ჯერჯერობით, არალიცენზირებულია.

კვლევის ჩატარების დროს „ომიკრონის შტამი“ ჯერ კიდევ არ არსებობდა და, ამდენად, მისი მიზანი კორონავირუსის „დელტა ვარიანტით“ ინფიცირებულების ორგანიზმის ვირუსული დატვირთვის (ორგანიზმში ვირუსის რაოდენობა) სხვა შტამებთან შედარება იყო.

გარდა ამისა, ვებ-პორტალი tvm.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვლევა მთლიან მოსახლეობას ეხებოდა, სინამდვილეში კი მასში განხილულია ვიეტნამში, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ „დელტა ვარიანტით“ ჯანდაცვის სფეროს მუშაკების დაინფიცირების შემთხვევები.

როგორც Reuters-ი წერს, საბოლოოდ კვლევამ ის კი არ დაადგინა, რომ „სრულად აცრილ ჯანდაცვის სფეროს მუშაკებში ვირუსის რაოდენობა 251-ჯერ მეტია, ვიდრე აუცრელებში“ არამედ, ის, რომ „ვაქცინაციის შემდეგ „დელტა ვარიანტით“ ინფიცირებულებში ვირუსული დატვირთვა 251-ჯერ მეტია ვიდრე კორონავირუსის სხვა შტამებით დაინფიცირების შემთხვევაში“ (და არა აუცრელებში, როგორც ამას tvm.ge აცხადებს).

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვებ-პორტალ tvm.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია („ოქსფორდის ბოლო კვლევის მიხედვით, აცრილებში ვირუსის რაოდენობა 251-ჯერ მეტია, ვიდრე აუცრელებში“) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით