„COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მაჩვენებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

მოწოდებული ინფორმაცია

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია  5 ივლისს, ჩინური „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა ვაქცინის შემოსვლის შემდეგ დაიწყო. მალევე, ქვეყანაში „პფაიზერის“ საკმაოდ დიდი პარტია შემოვიდა და შესაბამისად, ვაქცინაციის ტემპმა საგრძნობლად იმატა.

„ანტიფეიკმა“ ვაქცინაციის მხრივ მსოფლიოში არსებული ვითარებაც გამოიკვლია.

გთავაზობთ 30 აგვიტოს მდგომარეობით არსებულ მონაცემებს.

გადამოწმებული: 1tv.ge

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინიცით აცრის მაჩვენებელი, 30 აგვისტოს მდგომარეობით, ასეთია:

საქართველოში მხოლოდ ერთი დოზით აცრილია 780 948 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 27.3 პროცენტია. სრულად ვაქცინირებულია 383 454 მოქალაქე, რაც მოზრდილი მოსახლეობის 13,4 პროცენტს შეადგენს.

აზერბაიჯანში სრულად ვაქცინირებულია 2,564,353 მოქალაქე (მოსახლეობის 25.5 პროცენტი), ხოლო მხოლოდ ერთი დოზა მიღებული აქვს 3,929,404 ადამიანს (მოსახლეობის 39 პროცენტი).

სომხეთში ორივე დოზით აცრილია 85,454 ადამიანი (მოსახლეობის 2.9 პროცენტი), მხოლოდ ერთი დოზა 153,888 ადამიანს აქვს გაკეთებული ( მოსახლეობის 5.2 პროცენტი).

თურქეთში 36,521,647 ადამიანია სრულად ვაქცინირებული (მოსახლეობის 43.9 პროცენტი), 47,675,684 ადამიანს კი მხოლოდ ერთი დოზა აქვს გაკეთებული (მოსახლეობის 57.3 პროცენტი).

აშშ-ში 173,101,292 პაციენტია ორივე დოზით ( მოსახლეობის 52.5 პროცენტი) აცრილი, ხოლო 203,992,008 – ერთი დოზით (მოსახლეობის 61.9 პროცენტი).

რუსეთში სრულად ვაქცინირებულია 36,055,311 (მოსახლეობის 24.6 პროცენტი), ხოლო ერთი დოზით – 43,438,051 მოქალაქე (მოსახლეობის 29.6 პროცენტი).

გერმანიაში ორივე დოზით ვაქცინირებულია 50,002,224 მოქალაქე (მოსახლეობის 60.1 პროცენტი), ხოლო მხოლოდ ერთი დოზით 53,965,720 ადამიანი აიცრა (მოსახლეობის 64.9 პროცენტი).

საფრანგეთში ვაქცინის ერთი დოზა 47,990,852 ადამიანს აქვს გაკეთებული (მოსახლეობის 71.5 პროცენტი), ხოლო ორივე დოზით აცრილია 38,987,468 ადამიანი, რაც მოსახლეობის 58 პროცენტს შეადგენს.

ესპანეთში ერთი დოზა გაკეთებული აქვს 36,237,517 ადამიანს, (მოსახლეობის 77 პროცენტი), ხოლო ორივე დოზით აცრილია 32,459,380 ადამიანი (მოსახლეობის 69 პროცენტი).

პორტუგალია ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ქვეყანაში ერთი დოზით აცრილია 8,568,377 ადამიანი (მოსახლეობის 83.4 პროცენტი), ხოლო სრულად ვაქცინირებულია 7,484,148 პაციენტი (მოსახლეობის 72.8 პროცენტი).

იტალიაში 36,199,195 მოქალაქე ორივე დოზით (მოსახლეობის 60.1 პროცენტი), ხოლო 42,249,142 – ერთი დოზითაა აცრილი (მოსახლეობის 70.1 პროცენტი).

დიდ ბრიტანეთში ვაქცინის ერთი დოზა გაკეთებული აქვს 48,001,316 ადამიანს (მოსახლეობის 72.3 პროცენტი) ხოლო სრულად ვაქცინირებულია 42,639,781 – მოსახლეობის 64.2 პროცენტი.

ისრაელში ორივე დოზით აცრილია 5,468,800 (მოსახლეობის 59.6 პროცენტი), ხოლო ერთი დოზით – 5,951,660 მოქალაქე (მოსახლეობის 64.8 პროცენტი).

მოსახლეობის ვაქცინაციის მხრივ საუკეთესო შედეგი აქვს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს. ამ ქვეყანაში ორივე დოზა 7,417,604 ადამიანს აქვს მიღებული, რაც საერთო მოსახლეობის 75 პროცენტს შეადგენს, მხოლოდ ერთი დოზა გაკეთებული აქვს მოსახლეობის 85.8 პროცენტს (8,485,738 ადამიანი).

INSIDER-ის მიხედვით მოსახლეობის სრულად ვაქცინირების მხრივ სინგაპური ლიდერობს. 29 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის 80 პროცენტი სრულადაა ვაქცინირებული. ქვეყნის პრემიერ მინისტრის თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანამ საზღვრების და ეკონომიკის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

ვაქცინაციის მაჩვენებლით ბოლო ადგილს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იკავებს. ქვეყანაში სულ 87,910 ადამიანია აცრილი. აქედან სრულად 5,871 მოქალაქე (მოსახლეობის 0.01 პროცენტი), მხოლოდ ერთი დოზით კი 82,039 ადამიანია აცრილი (მოსახლეობის 0.09 პროცენტი).

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით