მოწოდებული ინფორმაცია

ფეისბუქ-სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტის სახელი სამხედრო კოდს უკავშირდება“.

ფეისბუქ-პოსტის მიხედვით, თითოეული ვარიანტის სახელი კონკრეტულ სამხედრო ოპერაციას აღნიშნავს. პოსტის ავტორი ირწმუნება, რომ „ომიკრონში” დაშიფრულია ორი კოდი – „ოდინი” (რომელიც „ომიკრონის” პირველი სამ ასობგერაში „ომი”-შია დაშიფრული) და „კრონი”.

პოსტში ასევე ნათქვამია, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენა უკავშირდება „პროექტ ოდინს“, რომლის მიზანიც „მედიის და ინტერნეტის ხელში ჩაგდებაა“.

გადამოწმებული: 1tv.ge

ინფორმაცია Check Your Fact-მა გადაამოწმა.

კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, 2021 წლის ნოემბერში აღმოაჩინეს. რეალურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალ შტამებს ბერძნული ანბანის ასოების სახელებს აღმოჩენის ადგილის მიმართ სტიგმატიზაციის თავიდან ასაცილებლად ანიჭებს.

ომიკრონი ბერძნული ანბანის მეთხუთმეტე ასოა. ამ დროისთვის, ბერძნული ანბანის ასოების სახელები მინიჭებული აქვს კორონავირუსის 10 შტამს. ესენია: ალფა, ბეტა, გამა, ეფსილონი, ეტა, იოტა, კაპა, მიუ, ძეტა და ომიკრონი.

სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ ომიკრონში სამხედრო კოდებია დაშიფრული. მსოფლიოს ქვეყნების სამხედროები ოპერაციებში იყენებენ საერთაშორისო რადიტელეფონიის ორთოგრაფიული ანბანს (IRSA). ანბანში შესულია სიტყვები: „ალფა“ და „დელტა“ მაგრამ, არა „ოდინი“, „კრონი“ და „ომიკრონი“.

აშშ-ს არმია ნამდვილად ანხორციელებს პროგრამა „ოდინს“, მაგრამ მისი მიზანი „ბიომეტრიულ მონაცემებზე თავდასხმის გამოვლენის ტექნოლოგიების განვითარებაა“ და არა მედიაზე ან ინტერნეტზე კონტროლის დამყარება.

ამდენად, ფეიქბუქ-სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია („კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტის სახელი სამხედრო კოდს უკავშირდება“) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით