„ისრაელში კორონავირუსის ახალი, ქართული წარმომავლობის შტამი აღმოაჩინეს“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 26 ივლისს, ტელეკომპანია „ტვ პირველმა“, საკუთარ ვებ-გვერდზე, გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ისრაელში კოვიდის ახალი შტამი აღმაჩინეს, რომლის წარმომავლობაც საქართველოდანაა“.

„როგორც სააგენტო იუწყება, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში უკვე დაწყებულია მოკვლევა. „დელტა პლუს“ შტამი საქართველოდან ჩასულ 10 ადამიანს უფიქსირდება“, – წერს „ტვ პირველი“, რომელიც ინფორმაციის წყაროდ ებრაულ სააგენტო mako.co.il-ს ასახელებს.

გადამოწმებული: 1tv.ge

ებრაული სააგენტო mako.co.il-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „დღეს დილით (ორშაბათს) ისრაელში „დელტა პლუს“ ვარიანტის 12 შემთხვევა აღმოაჩინეს. შემთხვევების უმრავლესობა საქართველოდანაა. ამ ეტაპზე ჯერჯერბოთ გაურკვეველია, უფრო გადამდებია თუ არა ეს შტამი, ვიდრე აქამდე ქვეყანაში არსებული დელტა შტამი. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო თვალყურს ადევნებს მის გავრცელებას და ცდილობს გაიგოს მისი გართულებები და მნიშვნელობა“.

ებრაული სააგენტოს ინფორმაციაში საერთოდ არ არის ნახსენები „დელტა პლუს“-ის ქართული წარმომავლობა, როგორც ამას „ტვ პირველი“ იუწყება. მასალაში მხოლოდ ის წერია, რომ „დელტა პლუსი“-თ ინფიცირებულთა აუმეტესობა საქართველოდან ჩავიდა.

საერთოდ, კორონავირუსის „დელტა პლუს“ ვარიანტი ცნობილია როგორც, B.1.617.2.1 ან AY.1. მას ახასიათებს სპაიკ-პროტეინის ახალი ტიპის მუტაცია (სპაიკ-პროტეინი ვირუსის „წვეტის“ ცილაა, რომლის საშუალებითაც ვირუსი შედის ადამიანის უჯრედში). რადგან „დელტა პლუსი“ ემსგავსება „დელტა ვარიანტს“, ამიტომ, ჯანმო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისთვის არ მიენიჭებინა ცალკე სახელი ბერძნული ანბანიდან.

შესაბამისად, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ისრაელში კორონავირუსის ახალი, ქართული წარმომავლობის შტამი აღმოაჩინეს“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით