„ვლადიმერ ზელენსკის შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება – სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი თბილისში სექტემბერში იქნება“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 19 ივლისს, ვებ-გვერდმა Timesnews.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია სათაურით, „ვლადიმერ ზელენსკის შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება – სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი თბილისში სექტემბერში იქნება“. როგორც სააგენტო იუწყება, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელინსკიმ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სექტემბერში, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვიოს.

გადამოწმებული: 1tv.ge

„ანტიფეიკმა“ გადაამოწმა ვებ-გვერდ Timesnews.ge-ის მიერ წყაროს მითითების გარეშე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, სექტემბერში მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, საქართველოს ეწვიოს.

აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე, ასევე საქართველოს და უკრაინის სახელისუფლებო ვებ-გვერდებზე არ იძებნება და მას არც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვებ-გვერდ Timesnews.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გააკეთა განცხადება სექტემბერში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ვიზიტის შესახებ, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით