„თურქეთმა, ბრაზილიამ, ბრიტანეთმა, შვედეთმა, ესპანეთმა, ჩეხეთმა, მექსიკამ, სალვადორმა, იაპონიამ და სინგაპურმა კოვიდ-19-ის უსაფრთხოების რეგულაციები გააუქმეს“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 2 თებერვალს, ფეისბუქ-სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „თურქეთმა, ბრაზილიამ, ბრიტანეთმა, შვედეთმა, ესპანეთმა, ჩეხეთმა, მექსიკამ, სალვადორმა, იაპონიამ და სინგაპურმა კოვიდ-19-ის უსაფრთხოების პროტოკოლები გააუქმეს და კოვიდ-19-ს სეზონური გრიპის კლასიფიკაცია მისცეს“.

ფეისბუქ-მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში წერია, რომ ჩამოთვლილ ქვეყნებში გაუქმდა კარანტირის ტესტირების აუცილებლობა, ასევე, სავალდებულო ვაქცინაცია.

ფეისბუქ-პოსტს 2,300-ზე მეტი მოწონება და 800-ზე მეტი გაზიარება აქვს.

გადამოწმებული: 1tv.ge

PolitiFact-ის მიხედვით, პოსტში მოცემული სკრინშოტი კრისტიან ნორსრაპს ეკუთვნის. 2020 წელს ის კოვიდ-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის „სუპერ-გამავრცელებლად“ დასახელდა.

მართალია, მსოფლიოს ქვეყნები პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ამსუბუქებენ ან სრულად აუქმებენ, მაგრამ იმის მტკიცება, თითქოს, შეზღუდვების შემსუბუქებაში უსაფრთხოების ყველანაირი პროტოკოლის გაუქმებაც შედის, სიმართლეს არ შეესაბამება.

ჩამოთვლილი ათი ქვეყნიდან ყველა ინარჩუნებს კოვიდ-19-ის ტესტირების და კარანტინის პროტოკოლებს. ნორსრაპის პოსტში ნახსენებია სავალდებულო ვაქცინაციაც, მაგრამ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან არცერთს არ აქვს მთლიანი მოსახლეობის ვაქცინაციის ვალდებულება.

კარანტინის პროტოკოლები

ათივე ქვეყანაში მოქმედებს კარანტინის ერთი ფორმა მაინც:

  • კორონავირუსის ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში (ბრაზილიაჩეხეთიესპანეთიშვედეთითურქეთი);
  • არავაქცინირებული მგზავრებისთვის ქვეყანაში შესვლისთანავე (დიდი ბრიტანეთი);
  • ქვეყანაში შესვლისთანავე ყველა მოგზაურისთვის, მოქალაქეობის და ვაქცინაციის სტატუსის განურჩევლად (იაპონია);
  • ქვეყანაში შესვლისთანავე, მგზავრების უმეტესობისთვის (სინგაპური);
  • ქვეყანაში შესვლისთანავე სავალდებულო სკრინინგი, რომელმაც შესაძლოა კარანტინში გადაიყვანოს მგზავრი(მექსიკა);
  • სპეციალური კარანტინი თითოეულ მუნიციპალიტეტში, რომელიც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაზეა დამოკიდებული(სალვადორი).

ტესტიტების პროტოკოლი

Our World In Data-ს მიხედვით, არსებობს მსოფლიოს ქვეყნების მიერ გამოყენებული ტესტირების 4 პროტოკოლი:

  1. ტესტირების პროტოკოლი საერთოდ არ სრულდება (ტესტირება არ მიმდინარეობს); 
  2. იტესტებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც კოვიდ-19-ის სიმპტომები აქვთ და ასევე ისინი, რომლებიც ხვდებიან ტესტირების განსაკუთრებულ კრიტერიუმებში (განსაკუთრებულ პირობებში მუშაობა ან ინფიცირებულებთან კონტაქტი);
  3. იტესტება ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სიმპტომი გამოუვლინდება;
  4. ტესტირება ყველასათვის ხელმისაწვდომია, მათ შორის უსიმპტომო მსურველისთვის.

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც, პირველ კატეგორიაში ხვდება, ავღანეთია.

თურქეთი და მექსიკა ტესტავენ მხოლოდ სიმპტომების მქონე და განსაკუთრებულ კრიტერიუმებში მყოფ ხალხს. ბრიტანეთი და შვედეთი ტესტავს ყველას, ვისაც სიპტომები გამოუვლინდება. ბრაზილიაში, ესპანეთში, ჩეხეთში, სალვადორში, იაპონიაში და სინგაპურში კი ტესტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

ვაქცინაციის პროტოკოლი

მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ რამოდენიმე ქვეყანაში მოქმედებს ყველა ადამიანისთვის სავალდებულო ვაქცინაციის ბრძანება. ფეისბუქ-პოსტში მოყვანილი ქვეყნები, სავალდებულო ვაქცინაციის ამ კატეგორიაში არ შედიან.

ჩამოთვლილ ათ ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაცია მოქმედებს, მხოლოდ კონკრეტულ სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის. მაგალითად, ჩეხეთში, ვაქცინაცია ევალებათ პოლიციის ოფიცრებს და ჯარისკაცებს, ხოლო ბრიტანეთში სავალდებულოა ძიძების და მომვლელების ვაქცინაცია.

ევროპის ქვეყნებში დიდი ხანია მსჯელობენ, მოეპყრნენ თუ არა კოვიდ-19-ს როგორც ენდემიას (გადამდები დაავადების მუდმივი არსებობა რომელიმე მხარეში), მაგრამ, ეს არ ნიშნავს კოვიდის სეზონურ გრიპად გამოცხადებას.

კოვიდ-19-ს ინფლუენზას ვირუსზე მაღალი გარდაცველების მაჩვენებელი აქვს. თუ კოვიდისთვის ეს ციფრი 0.15-დან 0.66 პროცენდამდე მერყეობს, სეზონური გრიპის მაჩვენებელი 0.1 პროცენტია.

სეზონურ გრიპისგან განსხავევებით, ენდემია მხოლოდ მსოფლიოს გარკვეულ რეგიონში ან იზოლირებულ მოსახლეობის რაოდენობაში ცირკულირებს.

კოვიდ-19 რომ ენდემიის ეტაპამდე მივიდეს, საჭიროა ვირუსის გავრცელების ტემპი და მასშტაბი შემცირდეს და გარდაცვალების/ჰოსპიტალიზაციის რაოდენობამ დაიკლოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის ენდემიად გამოცხადება ჯერ ადრეა.

ამდენად, ფეუისბუქ-სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „თურქეთმა, ბრაზილიამ, ბრიტანეთმა, შვედეთმა, ესპანეთმა, ჩეხეთმა, მექსიკამ, სალვადორმა, იაპონიამ და სინგაპურმა კოვიდ-19-ის უსაფრთხოების რეგულაციები გააუქმეს“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით