„ფეისბუქი“, ანგარიშში შესასვლელად, მომხმარებლებს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს სთხოვს“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის იანვარში, სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ფეისბუქი“, ანგარიშში შესასვლელად, მომხმარებლებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს სთხოვს“.

მომხმარებლების მიერ გაზიარებულ პოსტებს თან ახლავს ფოტო, რომელზეც სმარტფონში გახსნილ აპლიკაციაში ჩანს „ფეისბუქის“ მფლობელი კომპანიის „მეტას“ ლოგო და წარწერა – „დაადასტურეთ თქვენი ვინაობა. „ფეისბუქის“ ანგარიშში შესასვლელად საჭიროა დაადასტუროთ თქვენი ვინაობა. შედით ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით“.

გადამოწმებული: 1tv.ge

Reuters-ის მიხედვით, „მეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ენდი სტოუნმა კომენტარი გააკეთა ერთ-ერთ „ტვიტთან“ დაკავშირებით, რომელიც „მეტას“ ლოგოს და ზემოთ მოყვანილ წარწერას შეეხებოდა. სტოუნმა აღნიშნა, რომ ეს ფოტო ყალბი იყო.

ფაქტი AFP-ის ლათინოამერიკულმა გამოცემამაც გადაამოწმა. გამოცემამ ვერ იპოვა „ფეისბუქის“ ავტორიზაციის გვერდზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნა.

Reuters-მა ასევე დაადგინა, რომ იანვრის თვეში აღნიშნული ფოტო გავრცელდა ინგლისურ, ესპანურ, ბულგარულ და არაბულ ენებზე. გამოცემამ ვერ მიაგნო ფოტოს პირველწყარო, მაგრამ გაარკვია, რომ ინტერნეტში გამოქვეყნებული ყველაზე ძველი პოსტი 2021 წლის 29 ოქტობრით თარიღდება.

ამდენად, სოციალურ მედიაში გარცელებული ინფორმაცია, რომ „ფეისბუქი“, ანგარიშში შესასვლელად, მომხმარებლებს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს სთხოვს“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით