„საქართველოში, კოვიდ-19-ის შემთხვევების რაოდენობა, გასულ კვირასთან შედარებით, 85 პროცენტით გაიზარდა“

მოწოდებული ინფორმაცია

ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში კოვიდ-19-ის ყოველდღიური დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 5000-ს გადააჭარბა.

12 იანვრის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,63 პროცენტია, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,51 პროცენტი.

„ანტიფეიკმა” გამოიკვლია საქართველოსა და მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევების სტატისტიკა.

გადამოწმებული: 1tv.ge

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის და Our World In Data-ს მონაცემების მიხედვით, საქართველოში, გასულ კვირასთან შედარებით, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 85 პროცენტით გაიზარდა. 

მსგავსი ვითარებაა მსოფლიოში, სადაც ყოველდღიურად იზრდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა.

2021 წლის ბოლოდან აშშ-ში დღიური დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 700,000-ს აჭარბებს. 10 იანვარს შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 1,3 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და გასულ კვირასთან შედარებით, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 34 პროცენტით გაიზარდა.

სომხეთში, გასულ კვირასთან შედარებით, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 130 პროცენტითაა გაზრდილი, თურქეთში – 62 პროცენტით, აზერბაიჯანში – 27 პროცენტით, ხოლო რუსეთში ეს მაჩვენებელი 14 პროცენტია.

მძიმე ვითარებაა სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც, სადაც, გასულ კვირასთან შედარებით, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 100 პროცენტით მოიმატა.

საერთო ჯამში, გასულ კვირასთან შედარებით, მსოფლიოში კოვიდ-19- ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 47 პროცენტით არის გაზრდილი.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით