„COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მაჩვენებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

მოწოდებული ინფორმაცია

საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია 2021 წლის 5 ივლისს, ჩინური „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა ვაქცინის შემოსვლის შემდეგ დაიწყო. მალევე, ქვეყანაში „პფაიზერის“ საკმაოდ დიდი პარტია შემოვიდა და შესაბამისად, ვაქცინაციის ტემპმა საგრძნობლად იმატა. თუმცა, აგვისტოს შემდეგ, ვაქცინაციის ტემპი შემცირდა და შესაბამისად, კოვიდინფიცირებულთა და ინფიცირების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. ვაქცინაციის საერთო მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში დღესაც კვლავ საკმაოდ დაბალია.

„ანტიფეიკმა“ ვაქცინაციის მხრივ მსოფლიოში არსებული ვითარებაც გამოიკვლია.

გთავაზობთ 21 იანვრის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს.

გადამოწმებული: 1tv.ge

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინიცით აცრის მაჩვენებელი, 21 იანვრის მდგომარეობით, ასეთია:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობა, 2021 წლის იანვრის მონაცემებით, 3,728,600-ია. საქართველოში სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 315 413 პირი, რაც 18 წელს გადაცილებული მოსახლეობის 45.8 პროცენტია (მთლიანი მოსახლეობის 35.2 პროცენტი). სრულად ვაქცინირებულია 1 202 951 მოქალაქე, რაც 18 წელს გადაცილებული მოქალაქეების 41.9 პროცენტს შეადგენს (მთლიანი მოსახლეობის 32.2 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 123 087 ადამიანს (მოსახლეობის 3.3 პროცენტი).

აზერბაიჯანში სრულად ვაქცინირებულია 4,720,935 მოქალაქე (მოსახლეობის 47 პროცენტი), ხოლო ერთი დოზა მიღებული აქვს 5,206,120 ადამიანს (მოსახლეობის 51.7 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 1,802,727 ადამიანს (მოსახლეობის 18 პროცენტი).

სომხეთში ორივე დოზით აცრილია 784,849 ადამიანი (მოსახლეობის 26.5 პროცენტი), ერთი დოზა 973,944 ადამიანს აქვს გაკეთებული (მოსახლეობის 33 პროცენტი). ბუსტერ დოზით აცრილია 2,736 ადამიანი (მოსახლეობის 0.1 პროცენტი).

თურქეთში 52,201,758 ადამიანია სრულად ვაქცინირებული (მოსახლეობის 62.8 პროცენტი), 57,300,231 ადამიანს კი მხოლოდ ერთი დოზა აქვს გაკეთებული (მოსახლეობის 69 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 30,585,570 ადამიანს (მოსახლეობის 37 პროცენტი).

აშშ-ში 208,751,563 პაციენტია ორივე დოზით ( მოსახლეობის 63.3 პროცენტი) აცრილი, ხოლო 249,702,939 – ერთი დოზით (მოსახლეობის 75.8 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 81,691,581 ადამიანს (მოსახლეობის 25 პროცენტი).

რუსეთში სრულად ვაქცინირებულია 68,958,555 (მოსახლეობის 47 პროცენტი), ხოლო ერთი დოზით – 75,111,066 მოქალაქე (მოსახლეობის 51.2 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 8,383,698 ადამიანს (მოსახლეობის 5.8 პროცენტი).

გერმანიაში ორივე დოზით ვაქცინირებულია 60,754,325 მოქალაქე (მოსახლეობის 73.1 პროცენტი), ხოლო ერთი დოზით 62,592,773 ადამიანი აიცრა (მოსახლეობის 75.3 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 40,667,342 ადამიანს (მოსახლეობის 49 პროცენტი).

საფრანგეთში ვაქცინის ერთი დოზა 53,505,201 ადამიანს აქვს გაკეთებული (მოსახლეობის 79.8 პროცენტი), ხოლო ორივე დოზით აცრილია 50,887,587 ადამიანი, რაც მოსახლეობის 76 პროცენტს შეადგენს. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 29,720,817 ადამიანს (მოსახლეობის 44 პროცენტი).

ესპანეთში ერთი დოზა გაკეთებული აქვს 40,532,696 ადამიანს, (მოსახლეობის 86.1 პროცენტი), ხოლო ორივე დოზით აცრილია 38,201,057 ადამიანი (მოსახლეობის 81.1 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 18,397,355 ადამიანს (მოსახლეობის 39 პროცენტი).

პორტუგალია ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ქვეყანაში ერთი დოზით აცრილია 9,553,802 ადამიანი (მოსახლეობის 93 პროცენტი), ხოლო სრულად ვაქცინირებულია 9,174,153 პაციენტი (მოსახლეობის 89.3 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 4,093,080 ადამიანს (მოსახლეობის 40 პროცენტი).

იტალიაში 45,520,903 მოქალაქე ორივე დოზით (მოსახლეობის 75.6 პროცენტი), ხოლო 49,644,682 ერთი დოზითაა აცრილი (მოსახლეობის 82.4 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 28,504,317 ადამიანს (მოსახლეობის 47 პროცენტი).

დიდ ბრიტანეთში ვაქცინის ერთი დოზა გაკეთებული აქვს 52,151,643 ადამიანს (მოსახლეობის 78.5 პროცენტი), ხოლო სრულად ვაქცინირებულია 48,019,069 – მოსახლეობის 72.3 პროცენტი. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 36,621,671 ადამიანს (მოსახლეობის 55 პროცენტი).

ისრაელში ორივე დოზით აცრილია 6,044,559 (მოსახლეობის 65.8 პროცენტი), ხოლო ერთი დოზით – 6,681,132 მოქალაქე (მოსახლეობის 72.8 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 4,997,192 ადამიანს (მოსახლეობის 55 პროცენტი).

მოსახლეობის ვაქცინაციის მხრივ, საუკეთესო შედეგი აქვს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს. ამ ქვეყანაში ორივე დოზა 9,217,710 ადამიანს აქვს მიღებული, რაც საერთო მოსახლეობის 93.2 პროცენტს შეადგენს, მხოლოდ ერთი დოზა გაკეთებული აქვს მოსახლეობის 100 პროცენტს (9,890,247 ადამიანი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 4,008,517 ადამიანს (მოსახლეობის 41 პროცენტი).

ვაქცინაციის მაჩვენებლით ბოლო ადგილს ბურუნდი იკავებს. ქვეყანაში სულ 9,007 ადამიანია აცრილი. აქედან სრულად 3,533 მოქალაქე , მხოლოდ ერთი დოზით კი 5,474 ადამიანია აცრილი. ბუსტერ დოზით აცრილთა მონაცემები უცნობია.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით