მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის ვებ-პორტალმა „გურიის მოამბემ“ (www.guriismoambe.com) გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით, „თავისუფლება მიშას“- ბანერი ისრაელის დედაქალაქში გამოაკრეს“.

„ბანერი წარწერით- „თავისუფლება მიშას“   ისრაელის დედაქალაქ თელ- ავივში მრავალსართულიან შენობაზე გააკრეს“, – წერს „გურიის მოამბე“, რომელიც შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს.

ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია და ფოტო-მასალა სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

მედია-სივრცესა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის ბანერზე, ინგლისურ და ებრაულ ენებზე, იკითხება წარწერა – „ჩვენ ყველანი მიშასკენ ვართ“, თუმცა, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა საერთოდ არ არის ნახსნები.

„ანტიფეიკმა“ დაადგინა, რომ აღნიშნული ბანერი 2007 წელს, თელ-ავივში, Netivei Ayalon-ის გზატკეცილზე გამოიფინა მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში. მედიაში გავრცელებული ფოტოს ავტორი კი  ფოტოგრაფი შარონ ბუკოვია. ამჟამად ეს ბანერი თელ-ავივში გამოფენილი არ არის.

ამდენად, ფოტომასალა და ინფორმაცია, თითქოს, „თავისუფლება მიშას“- ბანერი ისრაელის დედაქალაქში გამოაკრეს“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით