„მე არასდროს გამიგია ერთი სიტყვაც კი ივანიშვილისგან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით... ის არასდროს ყოფილა ბრიუსელში, არც ნატოს ან ევროკავშირის შტაბ-ბინაში“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 15 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს კომენტარი.

ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილისგან ერთი სიტყვაც კი არ გაუგია.

„მე არასდროს გამიგია ერთი სიტყვაც კი ივანიშვილისგან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. შეიძლება რამე გამოვტოვე, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ბრიუსელში, არც ნატოს ან ევროკავშირის შტაბ-ბინაში“, – აცხადებს რასა იუკნევიჩიენე.

გადამოწმებული: 1tv.ge

ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან პოლიტიკიდან წასვლის დღის ჩათვლით, ბიძინა ივანიშვილს არაერთელ გამოუახატავს თავისი დამიკიდებულება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ორიანტაციასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე თავისი პოზიცია ბიძინა ივანიშვილმა ბრიუსელში, ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებთან შეხვედრის დროსაც დააფიქსინა.

გთავაზობთ ამონარიდებს, საიდანაც ნათლად ჩანს ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსთან დაკავშირებით.

2012 წლის ნოემბერი:

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 11-14 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. როგორც ჟოზე მანუელ ბაროზომ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა და ჰერმან ვან რომპუიმ მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადება გააკეთეს. საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვლება, რადგან საქართველოს გზა არის ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე. თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვია.

14 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცედურებს და აღინიშნა, რომ ვილნიუსის სამიტამდე უნდა მოხერხდეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა.

აგრეთვე, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვდა ევროკომისარს ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა. ბიძინა ივანიშვილმა ივო დაალდერისმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა.

ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს ახალი მთავრობის ყველა ნაბიჯს გაგებით და ნდობით მოეკიდება.

„ორივე მხრიდან გამოვხატეთ მწუხარება იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში განვითარდა. მხედველობაში მაქვს დაპატიმრებები. მე შევთავაზე გენერალურ მდივანს, ნებისმიერი ფორმით მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და გასაგები. ჩვენდა სასიამოვნოდ, ბატონმა რასმუსენმა მკვეთრი ნდობა გამოგვიცხადა, ეს არ ჩათვალა საჭიროდ და აღნიშნა, რომ ყველა ჩვენს ნაბიჯს გაგებით და ნდობით მოეპყრობა. ასეთი იყო მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

2013 წლის 28 ივნისი:

ბიძინა ივანიშვილი: ვფიქრობთ, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება არც თუ შორეული პერსპექტივაა

,,ვფიქრობთ, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება არც თუ შორეული პერსპექტივაა“, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავარი პოლიტიკური ძალები ერთიანდებიან ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხზე.

„გარწმუნებთ, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მტკიცე პოლიტიკური ნება, არ გადაუხვიოს ამ გზიდან – ჩვენ ამ გზიდან არ გადავუხვევთ. ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში გაგრძელდეს ნორმალური განვითარების კურსი, ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით იმისთვის, რომ საქართველო მსოფლიოს ღირსეული წევრი გახდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე მხარს გვიჭერენ მეგობარი სახელმწიფოები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

2019 წლის 14 დეკემბერი:

ივანიშვილი: აუცილებლად ვიზეიმებთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას

კუთვნილი, კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში. მე ამის მწამს და მტკიცედ მჯერა!“ – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე, ღონისძიებაზე „საქართველოს გზა ევროპისკენ“ განაცხადა. 

ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება. 

„დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ, ისევ აქ, ამ სიმბოლურ ადგილას, თავისუფლების მოედანზე, ვიზეიმებთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას და ყველა ერთად ვიტყვით – ისტორიული სამართლიანობა აღდგა, მიზანს მივაღწიეთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

2021 წლის 11 იანვარი:

პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილში ბიძინა ივანიშვილმა, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსზეც ისაუბრა

მისი განცხადებით, 2011 წელს პოლიტიკაში მისი მოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო „ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსით ქვეყნის შეუფერხებელი სვლა“. ამავე წერილში ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა „საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის ქვეყნებს, უკლებლივ ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს, ვინც ურყევად მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს“.

2021 წლის 12 იანვარი:

ბიძინა ივანიშვილი – 2024 წელს განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე, დარწმუნებული ვარ, შევინარჩუნებთ სტაბილურობას და საქართველო 2030 წელს გახდება ყველაზე დემოკრატიული ქვეყნების ოჯახის წევრი

დღეს თავისუფლად ვაკმაყოფილებთ ნატო-ს სტანდარტებს, მაგრამ ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ გაუაზრებელმა ქმედებამ 2008 წელს, ბევრი კითხვები გააჩინა. გვყავს სტრატეგიული პარტნიორები, ევროპელი მეგობრები, გამოკვეთილი მხარდაჭერა გვაქვს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა სტაბილური იყოს, პირველ რიგში, პოლიტიკურად. ჩვენ მაინც მოვახერხეთ და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც მოვახერხებთ, შევინარჩუნებთ სტაბილურობას და საქართველო გახდება ყველაზე დემოკრატიული, წარმატებული ქვეყნების ოჯახის წევრი. არც ისე შორსაა 2030 წელი. 2024 წელს განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე და თუ რამე უბედურება არ დავატეხეთ საკუთარ თავს, სტაბილურად განვვითარდით, ჩვენ 2030 წლამდე ვიქნებით ყველაზე საინტერესო ოჯახის წევრი. თუმცა, იქ ჩვენ ეკონომიკურად ვერ ვიქნებით ყველაზე მდიდრები, მაგრამ სხვა საშუალებები იხსნება და ვფიქრობ, მოკლე დროში ჩვენს ქვეყანასაც ისეთივე წარმატებულს გავხდით, როგორი წარმატებულიც ევროპის ქვეყნებია“, – განაცხადა ივანიშვილმა…

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადება („მე არასდროს გამიგია ერთი სიტყვაც კი ივანიშვილისგან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით… ის არასდროს ყოფილა ბრიუსელში, არც ნატოს ან ევროკავშირის შტაბბინაში“) წარმოადგენს სიყალბეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით