„დავით მაღრაძემ ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა ლექსი „უნდა დაბრუნდე!“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 12 ივლისს, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე” ვირუსულად გავრცელდა ლექსი სათაურით, „უნდა დაბრუნდე!“,  რომლის ავტორად პოეტი დავით მაღრაძეა მითითებული. ლექსს თან ერთვის პოეტის ფოტოც. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს რამდენიმე სტროფიანი ლექსი დავით მაღრაძემ ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა და მას პოლიტიკაში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ანტიფეიკი“ პოეტ დავით მაღრაძეს დაუკავშირდა.

მან გვითხრა, რომ ეს ლექსი მას არ ეკუთვნის და ასევე დასძინა, რომ გაკვირვებულია ხალხის იმ ნაწილით, ვინც ნაწერის ავტორად მას მიიჩნევს.

„ვისაც ეს ბოდვა ჩემი შეიძლება ეგონოს, ერთნაირად „წარმატებით“ ერკვევა პოეზიაშიც და პიროვნებაშიც“, – აღნიშნა მაღრაძემ.

ამდენად, ფეისბუქ-სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „დავით მაღრაძემ ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა ლექსი „უნდა დაბრუნდე!“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით