„Apple თქვენს ახალ აიფონის მოდელს მხოლოდ მაშინ განბლოკავს, თუ ვაქცინირებული იქნებით“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 14 სექტემბერს, ინტერნეტ პორტალმა The Babylon Bee გამოაქვეყნა სტატია და ვიდეო სათაურით – „Apple თქვენს ახალ აიფონის მოდელს მხოლოდ მაშინ განბლოკავს, თუ ვაქცინირებული იქნებით“.

სტატიის თანახმად, „Apple-ის წლევანდელ ღონისძიებაზე, ახალი iPhone 13-ის პრეზენტაციის დროს, CEO Tim Cook-მა გამოავლინა, რომ უახლესი მოდელი და iOS-ი მომხმარებლებს სთხოვს, რომ ეკრანის გახსნამდე ვაქცინაციის სტატუსი იყოს დაადასტურებული“.

 

მოგვიანებით, აღნიშნული სტატია და ვიდეო ქართულ ფეისბუქ-სივრცეშიც გავრცელდა.

„ყველაზე სამწუხარო და სამარცხვინო ისაა, რომ ხედავ, ტაშს როგორ უკრავენ ასეთ სიგიჟეს, ციფრული საკონცენტრაციო ბანაკის სამუდამო პატიმრები“, – წერს ქართველი ფეისბუქ-მომხმარებელი.

გადამოწმებული: 1tv.ge

14 სექტემბერს გამართულ Apple-ის ღონისძიებაზე, სადაც აიფონების ახალი სერიის პრეზენტაცია შედგა, არაფერი თქმულა ვაქცინირებული ადამიანების მიერ ტელეფონის განბლოკვის ფუნქციის შესახებ. მსგავსი ფუნქცია არც Apple-ის ოფიციალურ საიტზეა მითითებული, სადაც აიფონების მონაცემები და ფუნქციებია ნაჩვენები.

საიტი The Babylon Bee-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელიც აიფონების პრეზენტაციის შთაბეჭდილებას ტოვებს, დამუშავებულია. კერძოდ, პიროვნება, რომელიც „აიფონების ახალ შესაძლებლობებზე” საუბრობს ჩასმულია სტივ ჯობსის თეატრის ფონზე, სადაც Apple-ის პრეზენტაცია გაიმართა.

შესაბამისად, The Babylon Bee-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „Apple თქვენს ახალ აიფონის მოდელს მხოლოდ მაშინ განბლოკავს, თუ ვაქცინირებული იქნებით“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით