„ამ გოგოს მკვლელობა მარნეულს უკავშირდება, სადაც გამძვინვარებულად ხსნიან საკონცენტრაციო ბანაკებს...“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 29 ივლისს ფეისბუქ-გვერდზე „open human“ გამოქვეყნდა შემდეგი შინაარსის ინფორმაცია: „ამ გოგოს მკვლელობა მარნეულს უკავშირდება, სადაც გამძვინვარებულად ხსნიან საკონცენტრაციო ბანაკებს და სადაც ხალხს ტესტირებას აიძულებენ… ეჭვია, რომ ეს გოგო გასაიდუმლოებულ სამსახურში მუშაობდა, რომლის უკანაც ამერიკელები დგანან. სადაც კორონა ვირუსის საიდუმლოებები და ილუმინატების მომავალი გეგმები საქართველოში ალბათ იცოდა. დაფიქრდით ამაზე ხალხო! გაავრცელეთ“.

აღნიშნულ პოსტს, ამ დროისთვის, 1 100-ზე მეტი გაზიარება აქვს.

გადამოწმებული: 1tv.ge

2020 წლის 29 ივლისს ფეისბუქ-გვერდზე „open human“-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია უამრავ ლაფსუსსა და გაუგებრობას შეიცავს.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება წარმოჩენილია „მკვლელობად“, როგორც დადასტურებულ ფაქტი, მაშინ, როდესაც გამოძიების მიერ ჯერ არ არის დადგენილი მისი გარდაცვალების გარემოებები;

-თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში, ამ ეტაპზე მარნეულის რეგიონთან რაიმე სახის შემხებლობა არ გამოვლენილა – არც ტერიტორიულად, არც სამსახურებრივად (იგულისხმება გარდაცვლილის სამსახური) და არც გამოძიების წარმოების თვალსაზრისით;

– როგორც დადგინდა თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე მუშაობდა პროგრამისტად კომპანია „ზეგ“-ში, რომელიც საქმიანობს ქ.თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირი N15-ში. ამდენად, მისი საქმიანობა გასაიდუმლოებულად ვერ ჩაითვლება;

-მარნეულში არანაირი „საკონცენტრაციო ბანაკები“ არ გახსნილა. საკარანტინო რეჟიმი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გამოიყენება, სადაც ფართოდ გავრცელდა კორონავირუსი და მისი მიზანია მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა და პანდემიის გავრცელების პრევენცია. იმავე მიზანს ემსახურება მოსახლეობის ტესტირება;

-„კორონა ვირუსის საიდუმლოებები და ილუმინატების მომავალი გეგმები საქართველოში“ არანაირი ფაქტებით არ დასტურდება და კონსპირაციული თეორიის კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის 29 ივლისს ფეიბუქ-გვერდზე „open human“ გამოქვეყნებული ინფორმაცია არის აბსურდი.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით