„ვიდეოში 2022 წლის ივნისში აიდაჰოში დახოცილი ასობით ცხვარია ნაჩვენები“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის ივნისში, ამერიკულ სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასობით დახოცილი ცხვარია ნაჩვენები. ვიდეოს ავტორების მტკიცებით, კადრები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი აიდაჰოს შტატშია გადაღებული.

ამასთან, ვრცელდება მოსაზრება, რომლის თანახმად, გასულ კვირას კანზასში საქონლის დახოცვის ფაქტი და აღნიშნული ვიდეო კავშირშია ერთმანეთთან.

 

 

გადამოწმებული: 1tv.ge

USA Today-ის მიხედვით, ვიდეო არა აიდაჰოში, არამედ საქართველოშია გადაღებული და მასში ნაჩვენებია 2021 წლის 9 აგვისტოს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, აბულის მთის მახლობლად, მეხის დარტყმის შედეგად დახოცილი ცხვრის ფარა.

აბულის მთასთან მომხდარის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა პირველად საინფორმაციო საშუალება jnews.ge-მ გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, ფერმერს სოფელ ტამბოვკიდან, ნიკოლაი ლევანოვს 600 სული ცხვარი ჰყავს, რომელსაც აბულის მთაზე, მის კუთვნილ ტერიტორიაზე აძოვებს. ნიკოლაი, თავის პირუტყვთან ერთად, კახელი ფერმერების 900 სულ ცხვარსაც პატრონობს და საძოვრებზე, საერთო ჯამში, 1 500 სულ ცხვარს მწყემსავს.

„9 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, მეხმა ორჯერ დაარტყა ფარას და 530 სული პირუტყვი დაიღუპა, აქედან 160 ნიკოლაის ეკუთვნოდა“, – წერს jnews.ge .

გამოცემის რედაქტორმა რიმა ღარიბიანმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მომხდარი ამბავი AP News-საც დაუდასტურა.

PBS Newshour-ის მიხედვით კი დასტურდება, რომ კანზასში საქონლის დახოცვის მიზეზი ანომალიური სიცხეები იყო.

ამდენად, სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ვიდეოში 2022 წლის ივნისში აიდაჰოში დახოცილი ასობით ცხვარია ნაჩვენები“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით