მოწოდებული ინფორმაცია
2023 წლის 12 მარტს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ლოგოთი, სოციალურ ქსელებში გავრცელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციტატა მისი ინტერვიუდან.
„ზოგ ბავშვს ტატუ ქონდა და პირსინგიც კი შევამჩნიე რამოდენიმეზე“, – ნათქვამია ციტატაში, რომლის ავტორად ირაკლი ღარიბაშვილი სახელდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვრცელი ინტერვიუ ტელეკომპანია ქვეყანაში განვითარებულ მოვლებეზე „იმედის“ ეთერში 12 მარტს, 20:00 საათზე გავიდა.
გადამოწმებული: 1tv.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამონათქვამები ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემული ინტერვიუდან არა ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა, მათ შორის – ტელეკომპანია „ფორმულას“ ვებ– და ფეისბუქგვერდებმაც. თუმცა, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფრაზა, რომლის ავტორობაც ირაკლი ღარიბაშვილს მიეწერება, არც ტელეკომპანია „ფორმულას“ ვებ-გვერდზე და არც ამავე ტელეკომპანიის ფეისბუქგვერდზე არ იძებნება.
მითუმეტეს, რომ მსგავსი განცხადება პრემიერ-მინისტრს ინტერვიუს დროს საერთოდ არ გაუკეთებია.
სოციალურ ქსელებში ირაკლი ღარიბაშვილის სახელით გავრცელებული ინფორმაციის შეფუთვა გაყალბებულია, რადგან ის არ იყენებს „ფორმულას“ კორპორაციულ შრიფტს და მასზე აღინიშნება ტექსტის ჩასწორების კვალი.
შესაბამისად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია („ზოგ ბავშვს ტატუ ქონდა და პირსინგიც კი შევამჩნიე რამოდენიმეს“), რომლის ავტორად საქართველოს პრემიერ-მინისტრი სახელდება, არის სიყალბე.