

მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 30 ივლისს, სოციალურ ქსელ: „facebook”-ში, imedinews.ge-ს ლოგოს ქვეშ გავრცელდა ინფორმაცია: „ქართული ოცნების ლიდერმა, ოლიგარქმა ივანიშვილმა არჩევნებამდე ოჯახთან ერთად რუსეთში დაბრუნება გადაწყვიტა“.
გადამოწმებული: 1tv.ge
საქართველოს პირველმა არხმა გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია. imedinews.ge-ს მთავარი რედაქტორის, თამუნა ნეფარიძის თქმით, მსგავსი ინფორმაცია მათ ვებგვერდს არ გაუვრცელებალია. შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული „სქრინი“ არის სიყალბე.