მოწოდებული ინფორმაცია
სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ბევრი უცხოელი პოლიტიკოსი გადადგა ან გარდაიცვალა. ამ შეტყობინებას თან ერთვის ზელენსკისთან შეხვედრილი პოლიტიკოსებისა და სამხედრო პირების ფოტოები.
ინფორმაციის ავტორების მტკიცენით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელს, სი ძინპინს უკრაინის ხელმძღვანელთან შეხვედრა სწორედ მასთან „დაწყევლილი ხელის ჩამორთმევის“ გამო არ სურს.

გადამოწმებული: 1tv.ge
აღნიშნული ინფორმაცია VoxCheck-მა გადაამოწმა და დაადგინა, რომ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად ფოტოებზე აღბეჭდილი პირებიდან ყველას არ დაუტოვებია თანამდებობა ან არ გარდაცვლილა.
ასე მაგალითად, ომანის სასულთნოს სახელმწიფო გენერალური სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი პრეზიდენტი, აბდულსალამ ალ-მურშიდი (მესამე რიგი, მეოთხე ფოტო – იხ. სქრინშოტი), რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი 2020 წელს შეხვდა, კვლავ ასრულებს თავის მოვალეობებს და არ არსებობს ინფორმაცია, რომ ის გადადგომას ან სიკვდილს „გეგმავს“.
ასევე, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა (მე-2 რიგი, პირველი ფოტო), 2023 წლის აპრილში გააკეთა განცხადება მოქმედი მთავრობის გადადგომის შესახებ, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტმა ალარ კარისმა ახალი მთავრობის სათავეში ჩადგომა შესთავაზა. შესაბამისად, კაია კალასი მესამედ გახდა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი და დღემდე ასრულებს ამ მოვალეობას…
გავრცელებულ ფოტოებზე, ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად, აღბეჭდილნი არიან არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ის სამხედრო პირებიც, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტმა დააჯილდოვა. პილოტი ანტონ ლისტოპადი (პირველი რიგი, მესამე ფოტო) და სპეცდანაყოფ „და ვინჩის მგლების“ („Вовки Да Вінчі“) მეთაური დიმიტრი კოციუბაილო (მე-2 რიგი, მესამე ფოტო) საბრძოლო დავალების შესრულებისას მართლაც დაიღუპნენ. თუმცა, ეს არგუმენტი შეუსაბამოა, რადგან გავრცელებული ინფორმაციის ავტორები არ ითვალისწინებენ, რომ ვლადიმირ ზელენსკიმ დააჯილდოვა მრავალი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც კვლავ აგრძელებენ სამსახურს.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ზოგიერთი პოლიტიკოსი კიდევ დიდხანს დარჩა თანამდებობაზე. მაგალითად, 2019 წელს ვლადიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ, იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ (მე-3 რიგი, მეორე ფოტო) თანამდებობა 2020 წელს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა და 2022 წელს მოკლეს.
უკრაინისა და შრი-ლანკას პრეზიდენტების ბოლო შეხვედრა 2021 წელს შედგა, შრი-ლანკას ლიდერი, გოტაბაია რაჯაპაქსა კი (მე-2 რიგი, მეორე ფოტო) თანამდებობიდან 2022 წელს, რამდენიმეთვიანი საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ გადადგა.
ლიზ ტრასი (მეორე რიგი, მეოთხე ფოტო) დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ვლადიმერ ზელენსკისთან უშუალო შეხვედრის გარეშე წავიდა. ბოლოს, ისინი ერთად დაესწრნენ გაერო-ს ეგიდით 2021 წელს გამართულ კონფერენციას, რომელიც კლიმატის ცვლილებებს მიეძღვნა…
ის, რომ პოლიტიკოსები უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სხვადასხვა მიზეზით და სხვადასხვა დროს გადადგნენ, სულაც არ არის გასაკვირი – ვიზიტები და შეხვედრები სხვა ქვეყნების მეთაურებთან იშვიათობა არ არის, რადგან პრეზიდენტის ერთ-ერთი მოვალეობაა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალურ მედიაში ფავრცელებული ინფორმაცია, რომ „ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, პოლიტიკოსები თანამდებობებიდან მიდიან ან იხოცებიან“, არის აბსურდი.