„დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე საქართველოს არმიწვევა არის ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი, პროპუტინისტური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 13 მაისს გამართულ ბრიფინგზე, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე საქართველოს არმიწვევა არის ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი, პროპუტინისტური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი“.

„ამ შეხვედრაზე მიწვეული იყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე მიწვეული იყო მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვინ არ იყო მიწვეული? არ იყო მიწვეული საქართველოს ხელისუფლება. ეს სამწუხაროდ, აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელებაა იმ შედეგების, რაც დგება ივანიშვილის კურსის შედეგად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოში გერმანიის საელჩოში განმარტავენ, რატომ არიან მიწვეული ბერლინში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ინდონეზია, უკრაინა და მოლდოვა.

„ინდონეზია „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის, მოლდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო“, – აცხადებენ საელჩოში.

ვინაიდან აღნიშნული საკითხები (ომი უკრაინაში, დიდი რაოდენობის ლტოლვილები) უშუალო შემხებლობაში არ არის საქართველოსთან, შესაბამისად, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში საქართველოს წარმომადგენლის არმიწვევა სავსებით ბუნებრივია და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს არ უკავშირდება.

შესაბამისად, საქართველოში გერმანიის საელჩოს განმარტებიდან გამომდინარე, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადება, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე საქართველოს არმიწვევა არის ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი, პროპუტინისტური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით