„ცოტას აკეთებენ, მაგრამ ხარისხიანად“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 2 სექტემბერს, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა ცუდად დაგებული გზის ფოტოსურათი. ფეისბუქ მომხმარებლების ნაწილს, მათი კომენტარების მიხედვით, ეს ფოტო საქართველოში გადაღებულად მიაჩნიათ და ამის გამო, ხელისუფლების მიმართ გულისწყრომას გამოხატავენ.

გადამოწმებული: 1tv.ge

„ანტიფეიკმა“ რევერსული ფოტოების ძებნის ხელსაწყოს გამოყენებით, დაადგინა, რომ ფოტო თავდაპირველად 2020 წლის 4 სექტემბერს გამოქვეყნდა ფეისბუქ გვერდზე – Autostrada Nordului და ის გადაღებულია რუმინეთში, Bacău-ს მუნიციპალიტეტის თემში Valea Seacă.

ორიგინალ პოსტს თან ახლავს კომენტარი: „დიახ… ეს სინამდვილეა… ასეთი რეალობაა 2020 წელს Bacău-ს მუნიციპალიტეტის თემში Valea Seacă-ში!“

ამდენად, ეს ფოტო გადაღებულია რუმინეთში და მას საქართველოსთან კავშირი არ აქვს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით