„5 ივლისს დაჭრილი პოლონელი ტურისტი გარდაიცვალა"

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 6 ივლისს, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუთ ივლისს აქციაზე დაჭრილი პოლონელი ტურისტი გარდაიცვალა.

გადამოწმებული: 1tv.ge

გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, „ანტიფეიკი” ალადაშვილის სახელობის კლინიკის დირექტორს, ქეთი ბეთანელს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ პოლონელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „5 ივლისს დაჭრილი პოლონელი ტურისტი გარდაიცვალა”, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით