„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსი სამხედროების გვამებით, ასო Z გამოსახეს"

მოწოდებული ინფორმაცია

ბოლო დღეებში, სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსი სამხედროების გვამებით, ასო Z გამოსახეს“, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, რუსული არმიის გამარჯვების, მისი მოტივაციისა და მხარდაჭერის სიმბოლოა.

ინფორმაციას თან ახლავს ფოტო, რომელზეც „გვამებისგან“ სწორედ ეს სიმბოლოა გამოსახული.

გადამოწმებული: 1tv.ge

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო გაყალბებულია.

ფოტოზე ადვილი შესამჩნევია, რომ ე.წ „გვამები” რეალურად მანეკენები არიან. ასევე, სურათს ემჩნევა პროგრამულად დამშავების კვალი, რადგან ერთი და იგივე მანეკენი მსგავს პოზაში, რამოდენიმე ადგილზეა ჩასმული.

ამდენად, ფოტო არ ამტკიცებს „ფაქტს“, რომ „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსი სამხედროების გვამებით, ასო Z გამოსახეს”, შესაბამისად სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიყალბეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით