„უკრაინაში დასჯიან მათ, ვინც ახალ წელს მოსკოვის დროით აღნიშნავს“

მოწოდებული ინფორმაცია

რუსულმა გამოცემა  Pravda.ru-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, უკრაინა აპირებს „მოძებნოს და დასაჯოს“ ადამიანები, რომლებიც ახალ წელს მოსკოვის დროით, ანუ ერთი საათით ადრე აღნიშნავენ.  Pravda.ru-ს პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ამის შესახებ მოქალაქეები ლოკალურ ჩატებში წერენ.

„უკრაინელები  ჩატში ერთმანეთს მოუწოდებენ, „თვალი ადევნონ მეზობლებს და დარეკონ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში“, თუ ვინმე გაბედავს ახალი წლის დღესასწაულის მოსკოვის დროით აღნიშვნას, თუნდაც სახლში, რომ აღარაფერი ვთქვათ ქუჩაში ფეიერვერკებზე ან ხმაურიან მილოცვებზე. ისინი მოელიან, რომ ასეთ მოქალაქეებს ბრალს  უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით წაუყენებენ, რომელიც „სამშობლოს ღალატს“ გულისხმობს“, – ნათქვამია Pravda.ru-ს პუბლიკაციაში.

გადამოწმებული: 1tv.ge

გამოცემა „სტოპფეიკმა“ გაარკვია, რომ აღნიშნული ინფორმაცია ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია.

ახალი წლის ღამეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს კომენდანტის საათი, რომელიც 23:00 საათიდან 5:00 საათამდე (თითოეულ რეგიონში საშიშროების დონიდან გამომდინარე) გაგრძელდება. ეროვნული პოლიციის უფროსის პრესმდივნის, მარიანა რევას განცხადებით, პოლიცია დამრღვევებს დააკავებს და ისინი, კომენდანტის საათის დარღვევისთვის, პასუხისგებაში მიეცემიან.

კომენდანტის საათის დროს კი მოქალაქეებს ეკრძალებათ ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა, ასევე ტრანსპორტით ან ფეხით გადაადგილება (გამონაკლისს წარმოადგენენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის თანამშრომლები).

გარდა ამისა, საომარი მდგომარეობის დროს აკრძალულია პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენება. დამრღვევებს შეიძლება დაეკისროთ პასუხისმგებლობა უკრაინის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 164-ე მუხლის (ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცედურის დარღვევა), ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლის (საკანონმდებლო და სხვა მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დარღვევა, რომელიც შეეხება მოსახლეობის დაცვას ხმაურის მავნე ზემოქმედებისაგან), ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 195-6 მუხლის (პიროტექნიკის საშუალებების წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, ვაჭრობისა და გამოყენების წესის დარღვევა), ასევე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 296-ე მუხლის (ხულიგნობა) შესაბამისად.

ამასთან, 23 დეკემბერს კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ოლქის ტერიტორიაზე აიკრძალა პიროტექნიკის გაყიდვა და გამოყენება. აკრძალვას დაექვემდებარა ფეიერვერკი, ბენგალიური ცეცხლი, მაშხალა, პეტარდი და სხვა.

რაც შეეხება კიევს, უკრაინის დედაქალაქის საკრებულომ გასართობ ღონისძიებებსა და სანახაობებზე პიროტექნიკის გამოყენება ჯერ კიდევ 2019 წელს, დონბასში ომის დასრულებამდე, აკრძალა.

შესაბამისად, გაუგებარია, როგორ როგორ უნდა გამოავლინონ უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების მუშაკებმა ოფიცრები ის ადამიანები, ვინც განიზრახავს ახალი წლის მოსკოვის დროით აღნიშვნას.

ასევე გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს ახალი წლის მოსკოვის დროით აღნიშვნაში „დადანაშაულებული“ პირებისთვის „სამშობლო ღალატის“ ბრალდებით დაკავება – უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ღალატი არის ქმედება, რომელიც განზრახ ჩაიდინა უკრაინის მოქალაქემ ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის, თავდაცვისუნარიანობის, სახელმწიფო, ეკონომიკური ან ინფორმაციული უსაფრთხოების საზიანოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საახალწლო დღესასწაული ნამდვილად არ შედის „სამშობლოს ღალატის“ კატეგორიაში…

ამდენად, რუსული გამოცემა Pravda.ru-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „უკრაინაში დასჯიან მათ, ვინც ახალ წელს მოსკოვის დროით აღნიშნავს“, არის აბსურდი.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით