„დოქტორმა ფაუჩიმ სამთავრობო პოზიციები დატოვა, რათა „პფაიზერში“ დაიწყოს მუშაობა“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 22 აგვისტოს, დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში თეთრი სახლის სამედიცინო მრჩეველის და ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობას ტოვებს.

ფაუჩის განცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი სამთავრობო პოზიციებს „პფაიზერში“ დასაქმების სანაცვლოდ ტოვებს.

გადამოწმებული: 1tv.ge

ფაუჩიმ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ დაკავებულ თანამდებობებზე დეკემბრამდე იმიტომ რჩება, რომ ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ახალი დირექტორის შერჩევაში და მანამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის დანიშვნაში მიიღოს მონაწილეობა.

Reuters-ის მიხედვით, ფაუჩის არ დაუკონკრეტებია, სად იმუშავებდა თანამდებობის დატოვების შემდეგ, მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ თავის გამოცდილებას გამოიყენებს, რათა „ახალ თაობას მედიცინის და მეცნიერების სფეროში მუშაობა შთააგონოს“.

Reuters-ი „პფაიზერსაც“ დაუკავშირდა. კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ფაუჩის „პფაიზერში“ დასაქმების შესახებ „სიყალბეა“.

ამდენად, სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „დოქტორმა ფაუჩიმ სამთავრობო პოზიციები დატოვა, რადგან „პფაიზერში“ დაიწყოს მუშაობა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით