

მოწოდებული ინფორმაცია
2021 წლის 1 აპრილს სააგენტო „ფორმულანიუსმა“ (formulanews.ge) გაავრცელა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის კომენტარი ვლადიმერ პოზნერისა და მისი თანმხლები პირების საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებით.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მთელ ამ დელეგაციას მინიჭებული ჰქონდა საშვები საქართველოს შსს-ს მიერ… ეს ხალხი მიაცილა სახლში საქეიფოდ პოლიციის ესკორტმა, რაც წინასწარ საშვების გარეშე და მაღალი დონის შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“, – აცხადებს გიორგი კანდელაკი.
გადამოწმებული: 1tv.ge
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია „დეზინფორმაციას“ უწოდებს გიორგი კანდელაკის განცხადებას და აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პოზნერი და მასთან მყოფი პირები საპატრულო პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) – ე მუხლის შესაბამისად დააჯარიმა.
„შესაბამისად, სრული დეზინფორმაცია და აბსურდია იმის მტკიცება, რომ თითქოს ვლადიმერ პოზნერი და მისი თანმხლები პირები გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვისთვის საჭირო საშვებით სარგებლობდნენ“, – აცხადებენ მთავრობის პრესსამსახურში.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გიორგი კანდელაკის განცხადება, რომ „პოზნერსა და დელეგაციას საშვები შსს-ს მიერ ჰქონდა მინიჭებული“, არის სიყალბე.