„პირადად მე უკვე დავიწყე მოქმედება, თუ როგორ შევქმნა უამრავი სამუშაო ადგილი და დავასაქმო ათასობით ადამიანი - სალომე ზურაბიშვილი“

მოწოდებული ინფორმაცია

საინფორმაციო საშუალებამ Publisher.ge-მ გაავრცელა განცხადება, რომლის ავტორობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიეწერება.

„რატომ ამბობს ხალხი, რომ საქართველოში და კერძოდ თბილიში სამუშაო არ არის? – თუ მუშაობა გინდა ყოველთვის მოძებნი სამუშაოს. გაიხედეთ გარეთ რამდენი კომპანიაა და რამდენი სამუშაო ადგილი, უბრალოდ ჩვენ გვეზარება მუშაობა. თბილისში ბევრი სამუშაოს მოძებნა შეიძლება. სულ მალე მეტი სამუშაო იქნება და ქართველი ხალხის 90% დასაქმდება. ჩვენ და პირადად მე ამაზე უკვე დავიწყე მოქმედება თუ როგორ შევქმნა უამრავი სამუშაო ადგილი და დავასაქმო ათასობით. ესაა ჩემი და ჩვენი მთავრობის ნომერ პირველი ამოცანა. მე როგორც პრეზიდენტი ამას გპირდებით“, – ნათქვამია Publisher.ge-ს მიერ საქართველოს პრეზიდენტის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

Publisher.ge-ს მითითებული არა აქვს, სად და როდის გაკეთდა აღნიშნული განცხადება.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

როგორც „ანტიფეიკს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ზემოთ აღნიშნული განცხადება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუკეთებია.

ამდენად, საინფორმაციო საშუალება Publisher.ge-ს მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელით გავრცელებული განცხადება არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით