„პუტინის მეგობრები ორბელიანების სასახლეშიც იყვნენ მიწვეულები"

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 1 აპრილს,  ტელეკომპანია „მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია – „პუტინის მეგობრები ორბელიანების სასახლეშიც იყვნენ მიწვეულები”

„ვლადიმერ პოზნერი და მისი თანმხლები პირები საქართველოს პრეზიდენტთან, ორბელიანების სასახლეში, ქართული მუსიკის ღონისძიების ფარგლებში იყვნენ მიწვეულები.” „მთავარმა” ინფორმაციის გადამოწმება პირადად ზურაბიშვილთან სცადა, თუმცა ის ტრადიციულად დუმს და დასმულ კითხვაზე პასუხად გაკვირვების ნიშნად, მხოლოდ ხელები გაშალა,”- ნათქვამია „მთავარი არხის“ ინფორმაციაში.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუკ-გვერდზე ნათქვამია: „ინფორმაცია, რომ ორბელიანების სასახლეში ქართული მუსიკის ღონისძიება იმართება და მის ფარგლებში ვინმე მიწვეულია, მორიგი სიცრუეა!”

შესაბამისად, „მთავარის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ორბელიანების სასახლეში ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი იყო სტუმრად მიწვეული, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით