„ილია II-მ საკვირაო ქადაგების დროს კომენდანტის საათს და სხვა შეზღუდვებს არაგონივრული უწოდა“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 5 აპრილს, საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „საქართველომ“, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, საკვირაო ქადაგების დროს, კომენდანტის საათზე და შეზღუდვებზე ისაუბრა და ისინი „არაგონივრულად“ მიიჩნია.

„შეუძლებელია ვირუსი ვრცელდებოდეს მხოლოდ 9 საათის შემდეგ. კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვები არ არის გონივრული და არ ემსახურება ვირუსის შეკავების  მიზანს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყოველივე არის ქართველი ხალხის დამონების მცდელობა. ქართველი ხალხი არასდროს არ ეგუება მონობას და და არც ამჟამად შეეგუება“, – საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველო“ ამ განცხადებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს მიაწერს.

აღნიშნულ ინფორმაციას 5 800-ზე მეტი გაზიარება აქვს.

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ანტიფეიკს“ განუცხადა, რომ ზემოთ მოყვანილი განცხადებები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს არ გაუკეთებია. „პატრიარქის ყველა სიტყვა და ქადაგება იდება საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდებზე“, – აღნიშნა ანდრია ჯღამაიძემ, რომლის თქმითაც, ილია მეორე 4 აპრილს საკვირაო მსახურებაზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

ამდენად, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს“ მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიყალბეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით