„გერმანიაში სამუშაოდ წასულებს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სოციალური დახმარება აღარ მიეცემათ“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 3 მარტს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასული სიუჟეტი გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დროებით დასაქმების თემას შეეხება.

ტელეკომპანიის მტკიცებით, გერმანიაში სამუშაოდ წასულ საქართველოს მოქალაქეებს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სოციალური დახმარება აღარ მიეცემათ.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან და აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, აღნიშნულ სტატუსს არ დაკარგავენ.

როგორც სამინისტროდან საქართველოს პირველ არხს აცნობეს, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა არც სტატუსის შეჩერებისა და არც ოჯახის ქულების გადამოწმების საფუძველი არ არის.

დასაქმების პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველებისთვის დახმარების შეწყვეტა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი გერმანიაში ყოფნის 3-თვიან ვადას დაარღვევენ.

შესაბამისად, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასული მასალა და ვებ-გვერდით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „გერმანიაში სამუშაოდ წასულებს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სოციალური დახმარება აღარ მიეცემათ“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით