მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 18 აპრილს, საინფორმაციო სააგენტო cnews.ge-მ გაავრცელა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიგა შუშანიას კომენტარი გელათის მონასტერში აღმოჩენილი ახალი არტეფაქტების შესახებ.

„გელათში მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები და აღმოჩენილია უნიკალური, ისტორიული არტეფაქტები. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი მუზეუმში გადაეტანა, თანხა ვერ მოიძიეს ბიუჯეტიდან, გადააფარეს ე.წ ტენტი და ამოავსეს მიწით“, – აცხადებს გიგა შუშანია.

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო „დეზინფორმაციას“ უწოდებს გავრცელებულებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, გელათის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტების მუზეუმში გადასატანად სახსრები ვერ მოინახა და მათ ბრეზენტი გადააფარეს.

„სიცრუეა, თითქოს, ობიექტის ამ ფორმით კონსერვაცია უსახსრობის გამო მოხდა. პროცესი მოცემული ობიექტის შენარჩუნებისა და შემდგომი შესწავლის მიზნით განხორციელდა“, – აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ ამ ობიექტების სამეცნიერო შესწავლასთან ერთად, ნაგებობები აღირიცხა და ფოტოგრაფიულად დაფიქსირდა, დროებით ქვიშისა და მიწის ფენით, საერთაშორისოდ მიღებული საკონსერვაციო მეთოდოლოგიით რეკულტივირდა.

გელათის კომპლექსზე გამოვლენილ არქეოლოგიურ ობიექტებზე ნებისმიერი ჩარევის საკითხი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ განიხილება მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის მრჩეველ უწყებებთან, კერძოდ იუნესკო-სა და მის მრჩეველ ორგანიზაციებთან“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამდენად, გიგა შუშანიას განცხადება, რომ „გელათში აღმოჩენილი უნიკალური, ისტორიული არტეფაქტების მუზეუმში გადასატანი თანხა ხელისუფლებამ ვერ მოიძია“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით