„გელათი ზამთარს სრული დროებითი გადახურვის გარეშე ხვდება“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 20 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია”, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ზამთარს გელათი სრული დროებითი გადახურვის გარეშე ხვდება.”

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ამბობენ, რომ  „ზამთარს გელათი ნაკლები რისკებით და დროებითი გადახურვით უნდა შეხვედროდა, რაც სამწუხაროდ ასე ვერ იქნება.”

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში „პირველ არხს“ განუცხადეს, რომ გელათის მონასტრის დროებითი გადახურვის ორივე ეტაპი 13 ნოემბერს დასრულდა.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორის, ნიკა ანთიძის განმარტებით, ყველა კრიტიკული ადგილი დროებით გადაიხურა თუნუქით, ტენტით კი დაფარულია მხოლოდ ერთი ნაწილი, საიდანაც წყალი ისედაც არ ჩადიოდა.

 „ლურჯ ტენტს არ დავტოვებთ. ეგ ადგილიც დროებით თუნუქით გადაიხურება. სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად სიყალბეს ავრცელებენ. მონასტერში ივნისის შემდეგ წყალი აღარ ჩასულა. ვინც ამბობს, რომ რაიმე ზიანდება, ეს არის ტყუილი. შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო, რომ წელს გელათი ამ გადახურვით ზამთრის რთულ კლიმატურ პირობებს გაუძლებს.

2021 წლის გაზაფხულიდან გელათის რეაბილიტაციის პროექტის შემსრულებელმა – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა, საკუთარი ხარჯებით, დროებით გადახურვა კრამიტის სახურავით უნდა შეცვალოს. თუკი ეს ორგანიზაცია, ამას ვერ მოახერხებს, მაშინ ძეგლთა დაცვის სააგენტო ახალ ტენდერს გამოაცხადებს“, – გვითხრა ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ანთიძემ.

შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ გელათი ზამთარს გადახურვის გარეშე ხვდება, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით