„რიონის ხეობაში „ურან-238“-ის სერიოზული საბადოა და ის ხიდებიც და გზებიც, იმ საბადოსთან მისასვლელად შენდება“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 3 აპრილს, მეტაფიზიკურ მეცნიერებათა კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოინჟინერიის ცენტრის უფროსმა მეცნიერმა, პროფესორმა ზურაბ ქუმსიაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ამტკიცებს:

„აი რისთვის იკლავს თავს თურქეთის ელჩი!!! რიონის ხეობაში ურან-238-ის სერიოზული საბადოა და ის ხიდებიც და გზებიც, იმ საბადოსთან მისასვლელად შენდება.

1 გრამი ურან-238-ის აქტიურობა 12,5 კილობეკერელია. მისი დაშლით მიიღება თორიუმ-234 (Th-234) და პლუტონიუმ-238 (Pt-238).

აქ ყველაზე საინტერესო Th-234-ია. ბოლო დროს შეიქმნა უნიკალური ტექნოლოგია ავტომობილების წარმოებაში, სადაც თორიუმზე მომუშავე ძრავებია და ასეთი ავტომობილი, მთელი თავისი ექსპლუატაციის პერიოდში არანაირ საწვავს არ საჭიროებს. ეს არის გადატრიალება მთელ ავტოინდუსტრიაში. ამაზეა გაგიჟებული დღეს მთელი მსოფლიო და თორიუმიც ამიტომ გახდა ძალზე ძვირფასი.

საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ მინიმუმ 100 მილიარდი დოლარის წიაღისეული მიჰყიდა თურქებს 400 მილიონ დოლარად (ე.წ. ატკატი). ასეთი ტვინშეზღუდული მთავრობა არ მგონია, რომ არსებობდეს პლანეტაზე.

ამის გარდა სავსეა ეგ მთები ბარიტის და კალციტის ძარღვებით. ეს იმას ნიშნავს, რომ გატენილია იქაურობა ოქროთი, სპილენძით და სხვა ძვირფასი წიაღისეულით.უმდიდრეს ქვეყანაში ვცხოვრობთ და ეს იდიოტი მთავრობები კაპიკებში ყიდიან ყველაფერს!”..

ქუმსიაშვილის აღნიშნული პოსტი ფეისბუქის 8900-მა მომხმარებელმა გააზიარა და მათმა ნაწილმა, ხელისუფლება საქართველოს ინტერესების ღალატში დაადანაშაულა.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს, სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ ჩალათაშვილმა „ანტიფეიკს” განუცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ურანის საბადო არ არსებობს.

მისივე თქმით, რიონის ხეობის იმ მონაკვეთში, სადაც ჰესის აშენება იგეგმება, ასევე არ არსებობს ოქროს ან სპილენძის საბადო.

ამდენად, ზურაბ ქუმსიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით