„მსოფლიოს წამყვანი ვირუსოლოგი, ნობელიანტი, ლუკ მონტანიე ამტკიცებს, რომ ვაქცინა კლავს, აცრილები დაიღუპებიან“

მოწოდებული ინფორმაცია

ვებ პორტალი TVM.GE ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, „მსოფლიოს წამყვანი ვირუსოლოგი, ნობელიანტი, ლუკ მონტანიე ამტკიცებს, რომ ვაქცინა კლავს, აცრილები დაიღუპებიან“.

გადამოწმებული: 1tv.ge

Reuters-ის და PolitiFact-ის მიხედვით, მედია და ინტერნეტ სივრცეში არ არსებობს მტკიცებულება, სადაც ლუკ მონტანიე ვაქცინის რეციპიენტებს სიკვდილს უწინასწარმეტყველებს.

თუმცა, ინტერნეტ სივრცეში იძებნება ვიდეო-რგოლი, სადაც ნობელის პრემიის ლაურეატი ანტისხეულებზე დამოკიდებულების გაძლიერებაზე (ADE) საუბრობს.

2 წუთიან ვიდეოში მონტანიე ამტკიცებს, რომ კოვიდ-19-ის საწინააღდეგო ვაქცინები ანტისხეულებზე დამოკიდების გაძლიერებას (ADE) იწვევენ. მისი თქმით, „ვაქცინაციის მრუდს სიკვდილიანობის მრუდი მიყვება“.

თუმცა, მონტანიე ADE-ს შესახებ გაკეთებულ განცხადებაში ცდება. მართალია, ანტისხეულებზე დამოკიდებულების გაძლიერება ნამდვილად აყენებდა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს ეჭვის ქვეშ და მეცნიერების შეშფოთების მიზეზიც გახდა, მაგრამ მსგავსი ფენომენი არც ვაქცინების კლინიკური ცდების და არც მასობრივი იმუნიზაციის ფაზაში არ დაფიქსირებულა.

მეტიც, მონაცემები აჩვენებენ, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა ათასობით სიცოცხლე გადაარჩინეს. მხოლოდ ინგლისში, 2021 წლის მარტის ბოლოსთვის  10,000 გარდაცვალების შემთხვევის არიდება გახდა შესაძლებელი ვაქცინაციის გზით.

შესაბამისად, ვებ პორტალ TVM.GE-ს მიერ ლუკ მონტანიეს სახელით გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ვაქცინა კლავს, აცრილები დაიღუპებიან“, წარმოადგენს სიყალბეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით