მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 6 აპრილს, საინფორმაციო სააგენტო „თაიმერმა“ გაავრცელა ინფორმაცია სათაურით, „ლოცვის სწავლა რუსულად – მეუფე სტეფანეს დაპირება სასულიერო სკოლის მოსწავლეებს“.

„დღეს ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც ბავშვებს შეხვდა. „თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, მეუფე სტეფანემ ბავშვებს უთხრა, რომ მათ რუსულად ლოცვა უნდა ასწავლოს და რუსულად უნდა ილოცონ“, – ნათქვამია „თაიმერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადამოწმებული: 1tv.ge

როგორც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანიზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ანტიფეიკს“ განუცხადა, მეუფე სტეფანემ დაუდასტურა, რომ მას არსად და არასდროს უთქვამს, ბავშვებს, მოსწავლეებს რუსულად უნდა ასწავლოს და მათ რუსულად უნდა ილოცონ.

ამდენად, საინფორმაციო სააგენტო „თაიმერის“ მიერ გავრცელებული ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით