„ჯონსონ ენდ ჯონსონმა“ მზისგან დამცავი ხუთი სახის სპრეი გაყიდვიდან ამოიღო“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 14 ივლისს, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჯონსონ ენდ ჯონსონმა“, საკუთარი ინიციატივით, გაყიდვიდან ამოიღო მზისგან დამცავი ხუთი სახის სპრეი.

გაყიდვიდან ამოღების მიზეზად, პროდუქციაში ბენზოლის დაბალი კონცენტრაციის აღმოჩენა დასახელდა.

გადამოწმებული: 1tv.ge

2021 წლის 14 ივლისს, კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონმა“ გაავრცელა განცხადება „Neutrogena“-ს და „Aveeno“-ს ბრენდის ქვეშ დამზადებული, მზისგან დამცავი ხუთი ტიპის სპრეის გაყიდვიდან ამოღების შესახებ. კომპანიამ მომხმარებელს ასევე აცნობა, რომ შეწყვიტონ მათი გამოყენება. მიზეზი ამ პროდუქტებში ბენზოლის დაბალი კონცენტრაციის აღმოჩენაა. „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ განმარტებით, ეს ორგანული ნაერთი სიმსივნის გამომწვევი შეიძლება გახდეს.

გაყიდვიდან ამოღებული პროდუქტების სია ასე გამოიყურება:

 NEUTROGENA® Beach Defense® aerosol sunscreen,

NEUTROGENA® Cool Dry Sport aerosol sunscreen,

NEUTROGENA® Invisible Daily™ defense aerosol sunscreen,

NEUTROGENA® Ultra Sheer® aerosol sunscreen, and

AVEENO® Protect + Refresh aerosol sunscreen.

ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია ბენზოლს ფართოდ გავრცელებული ქიმიური ნაერთის კლასიფიკაციას ანიჭებს, რომელიც ავტომობილების გამონაბოლქვის, ქვანახშირისა და ნავთობის წვის დროს ჰაერში გამოიყოფა. ასევე მას გამოიყენებენ ზოგიერთი სახის საწარმოო პროცესშიც.

ძირითადად, ატმოსფეროში და ზემოღნიშნულ პროცესების დროს გამოყოფილი ბენზოლი დაბალი კონცენტრაციისაა და ადამიანის ჯანმთრელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მაგრამ მის მაღალ კონცენტრაციას სიმსივნის გამოწვევა შეუძლია.

„ჯონსონ ენდ ჯონსონის“ განცხადებით, ბენზოლი მათ მიერ წარმოებულ არც ერთი პროდუქტის ინგრედიენტებში არ შედის, და შესაბამისად, კომპანიისთვის უცნობია, საიდან მოხდა ეს ქიმიური ნაერთი მზისგან დამცავ ხუთი სახის სპრეიში. სავარაუდო მიზეზის დასადგენად აქტიური კვლევა მიმდინარეობს.

„ამ ტიპის მზისგან დამცავ სპრეიებში აღმოჩენილი ბენზოლის კონცენტრაცია არ არის საგანგაშო და მომხმარებელში სიცოხცლისთვის საშიშ რეაქციას ვერ გამოიწვევს, მაგრამ, ზემოაღნიშნული პროდუქტების გაყიდვიდან ამოღების გადაწყვეტილება მიღებულია სიფრთხილის მიზნით.“ – აცხადებს „ჯონსონ ენდ ჯონსონი“.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით