„ინგლისში უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა მამა-შვილსა და დედა-შვილს შორის სექსუალური ურთიერთობა და ქორწინების რეგისტრაცია...“

მოწოდებული ინფორმაცია

სოციალურ ქსელსა და მასმედიაში გავრცელდა ვიდეო-რგოლი, რომელშიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი არასრულწლოვნების აღზრდის საკითხებზე საუბრობს.

„ინგლისში უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა მამა-შვილსა და დედა-შვილს შორის სექსუალური ურთიერთობა და ქორწინების რეგისტრაცია… გერმანიაში მშობლებმა შვილები სკოლებში არ გაუშვეს იმიტომ, რომ ხდიდნენ დედიშობილა და იქვე ასწავლიდნენ სექსუალურ ნორმებს და ქცევებს პატარა ბავშვებს, – როგორც სკოლის, ისე ბაღის ბავშვებს. ის მშობლები, რომლებმაც ბავშვები არ გაუშვეს, დაიჭირეს, ციხეში ჰყავდათ და შემდეგ ძალიან დიდი ჯარიმები გადაახდევინეს“, – აცხადებს მეუფე სპირიდონი.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ ვიდეო-რგოლს 2 400-ზე მეტი გაზიარება და 800-მდე მოწონება აქვს.

გადამოწმებული: 1tv.ge

გაერთიანებულ სამეფოში, სექსუალური დანაშაულების შესახებ კანონი კრძალავს ოჯახის წევრებს შორის სექსუალურ კავშირს. სექსი სრულწლოვან ადამიანთან, რომელიც წარმოადგენს ბიოლოგიურ ან გამზრდელ მშობელს, ბებიას ან ბაბუას, ბიოლოგიურ ან აყვანილ შვილს, შვილიშვილს, ძმას, დას, ნახევარძმას ან ნახევარდას, ბიძას, დეიდა/მამიდა, ბიძაშვილ/მამიდაშვილს – უკანონოდ მიიჩნევა და დასჯადი ქმედებაა.

ზრდასრულ ადამიანებისთვის, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ თავიანთი ნათესავური კავშირი და ამის მიუხედავად, დაამყარებენ სექსუალურ კავშირს, გათვალისწინებულია პატიმრობა ორ წლამდე ვადით, არასრულწლოვან ნათესავთან სექსის შემთხვევაში კი პატიმრობის მაქსიმალური ვადა 14 წელია…

გერმანია ფედერალური მიწებისგან შედგება, რომლებსაც სექსუალური განათლების პროგრამის შემუშავების საკითხში ავტონომია აქვთ, მაგრამ ფედერალური მთავრობის მიერ განსაზღვრულია ასპექტები, რაც სასწავლო პროგრამაში აუცილებლად უნდა შევიდეს.

სექსუალური განათლების, როგორც სავალდებულო საგნის სწავლა დაწყებითი სკოლიდან იწყება და და ამის შესახებ, სასწავლო პროგრამის დაწყებამდე, სკოლები მშობლებს აყენებენ საქმის კურსში.

საგნის შინაარსი შეესაბამება სკოლის მოსწავლეების ასაკს. ხშირ შემთხვევაში სექსუალური განათლება ინტეგრირებულია ბიოლოგიასთან, ეთიკასთან, რელიგიასთან და სოციალურ მეცნიერებებთან. არსებობს ფედერალური მიწების ნაწილი, სადაც საგანი ცალკე ისწავლება.

საგნის პროგრამაში შედის ბიოლოგიური ასპექტები, ფეხმძიმობა, კონტრაცეფცია, გადამდები დაავადებები, გენდერული როლები და მოვალეობები, სიყვარული, ქორწინება და ა.შ.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მეუფე სპირიდონის განცხადებები („ინგლისში უკვე შვეულებრივი მოვლენაა მამ-შვილსა და დედა-შვილს შორის სექსუალური ურთიერთობა და ქორწინების რეგისტრაცია… გერმანიაში სკოლის და ბაღის ბავშვებს ხდიდნენ დედაშობილა და იქვე ასწავლიდნენ სექსუალურს ქცევებს“) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით