მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 6 მარტს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი და ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ცესკო-ში საიდუმლო რეორგანიზაცია განხორციელდა და გაყალბებული არჩევნების შემდეგ თამარ ჟვანიამ მის ადმინისტრაციაში შტატები გაზარდა“.

„ახალი საშტატო ნუსხა და ორგანიზაციული სტრუქტურა ისე დაადგინა, რომ ამის შესახებ წინასწარ არავის გააგებინა. საარჩევნო ადმინისტრაციის უფროსმა თანამშრომლებს ამის შესახებ მხოლოდ 4 მარტს უთხრა, როდესაც ყველაფერი უკვე დასრულებული იყო“, – აცხადებს „მთავარი არხი“.

სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ, მათი ინფორმაციით, ცესკო-ს საჯარო სამსახურის ბიუროსთვის არ მიუმართავს.

გადამოწმებული: 1tv.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2021 წლის 6 მარტს გავრცელებული განცხადების თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციაში 5 მარტს გაიმართა სხდომა და კანონმდებლობის სრული დაცვით, შესაბამისი განკარგულებით, კომისიამ ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება ახალი საშტატო ნუსხის, შრომის ანაზღაურების ოდენობის და ხარჯთაღრიცხვის განსაზღვრის თაობაზე“.

ცესკო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია 2021 წლის 5 მარტით დათარიღებული ზემოთ დასახელებული განკარგულება N20/2021 („საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა, წევრთა და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა საშტატო ნუსხის, შრომის ანაზღაურების ოდენობის და ხარჯთაღრიცხვის განსაზღვრის შესახებ“) შესაბამის დანართთან ერთად.

„ცესკო-ში განხორციელებული რეორგანიზაცია არ გულისხმობს შტატების შემცირებას; შტატების რიცხოვნობა რჩება იგივე და თითოეული თანამშრომელი აგრძელებს საკუთარ საქმიანობას და გააგრძელებს საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულებას სტრუქტურული ერთეულების განახლებული ფუქნციების შესაბამისად“, – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში, რომელშიც ასევე ხაზგასმულია, რომ ასევე არ შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ„ პროცესი წარიმართა ერთი დღის ვადაში და დაირღვა კანონმდებლობა, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაციამ რეორგანიზაციის თაობაზე ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს არ მიაწოდა“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასული სიუჟეტი და ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია („თანარ ჟვანიამ მის ადმინისტრაციაში შტატები გაზარდა… ცესკო-ს საჯარო სამსახურის ბიუროსთვის არ მიუმართავს“) წარმოადგენს სიყალბეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით