„გამარჯობა, თქვენ ხედავთ ვინ ეწვია თქვენს პროფილს Profile Visitor აპის გამოყენებით“

მოწოდებული ინფორმაცია

რამდენიმე დღეა, „ფეისბუკის“ საშუალებით ვრცელდება აპლიკაცია, რომლის თანახმაც, მომხმარებელს შეუძლია გაიგოს, ვინ ეწვია მის პირად პროფილს. აპლიკაციაზე გადასვლისას, პროგრამა ითხოვს გაურკვეველი ფაილის ჩამოტვირთვას, რის შემდეგაც მომხმარებელმა პასუხი უნდა გასცეს რამოდენიმე მარტივ შეკითხვას. ტელეფონის შემთხვევაში, ყველა შეკითხვის შემდეგ, პროგრამა ავტომატურად აგდებს  ტელეფონის ნომრებს, რომელზეც ითხოვს მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას. ამ სავალდებულო  პროცესის დასრულების შემდეგ, მომხმარებელი სხვადასხვა ვებ-გვერდზე ხვდება.

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს პირველმა არხმა გადაამოწმა ინფორმაცია „ფეისბუკის“ მეშვეობით გავრცელებული ახალი აპლიკაციის საშუალებით პროფილის დამთვალიერებლის მოძიების თაობაზე. როგორც „ფეისბუქის“ დახმარების ოფიციალურ გვერდზე არის მითითებული, „ფეისბუქი“ არ აძლევს ადამიანებს უფლებას მოიძიონ, თუ ვინ ეწვია მათ პროფილს. სხვა აპლიკაციებს ასევე არ შეუძლიათ ამ ფუნქციის უზრუნველყოფა. თუკი შეგხვდათ აპლიკაცია, რომელიც გარწმუნებთ, რომ ეს შესაძლებელია, თუ შეიძლება დაარეპორტეთ“ შესაბამისად, არც ახლადგავრცელებული და არცერთი სხვა მსგავსი აპლიკაცია არ იძლევა საშუალებას, მოიძიოთ თქვენი პროფილის დამთვალიერებელი მომხმარებელი და აღნიშნული ინფორმაცია არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით