„15-დან 72 წლის ასაკის რუსეთის მოქალაქეებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის გარეშე, საზღვარგარეთ წასვლა აეკრძალათ“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 6 მარტს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოსცა ბრძანება „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებართვის გარეშე რუსეთის მოქალაქეების საზღვარგარეთ გამგზავრების დაუშვებლობის შესახებ“.

„საერთაშორისო ურთიერთობებში ნეიტრალიტეტის დაცვის, აგრეთვე პოტენციურად სასარგებლო სამუშაო ძალის გადინების არდაშვების მიზნით, ვბრძანებ: დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე, 15-დან 72 წლის ასაკის მამრობითი და მდედრობითი ასაკის პირებს აეკრძალოთ რუსეთის ფედერაციის საზღვრებს გარეთ გასვლა“, – წერია დოკუმენტში, რომლის სისწორესაც ხელმოწერით და ბეჭდით ადასტურებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკადრო საკითხების სამმართველოს უფროსის მოადგილე გ. ტეგინა.

გადამოწმებული: 1tv.ge

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ბრძანება, რომელიც 15-დან 72 წლის ასაკამდე პირებს, სპეციალური ნებართვის გარეშე ქვეყნიდან გასვლას უკრძალავს, არც რუსეთის საგარეო საქმეთა სამნისტროს ოფიცილურ საიტზე და არც სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ვებ-პორტალზე არ გამოქვეყნებულა.

ასევე აღსანიშნავია, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებული ე.წ. „ლავროვის ბრძანება“ დათარიღებული არ არის, სარეგისტრაციო ნომერი არ გააჩნია და ამდენად, ის ვერანაირად ვერ იქნება ოფიციალური დოკუმენტი. გარდა ამისა, არც ერთი რუსული მედისაშუალება (მათ შორის, სამთავრობო) ასეთი ბრძანების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ამდენად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „15-დან 72 წლის ასაკის რუსეთის მოქალაქეებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის გარეშე, საზღვარგარეთ წასვლა აეკრძალათ“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით