მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 16 ივლისს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, განათავსა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ხელისუფლება მორიგ ანტისოციალურ გადაწყვეტილებას ამზადებს და გაზის ტარიფის გაძვირების შემდეგ, 1 ივლისიდან დენის ტარიფები იზრდება თბილისსა და რეგიონებში“.

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ელექტროენერგიის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ტარიფის მატება არ იგეგმება.

როგორც სემეკ-ის განცხადებაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება.

„ტარიფების მატებასთან დაკავშირებით ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გავრცელებული არასწორი ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. კომისიის ვარაუდია, რომ ტარიფების მატებაზე გავრცელებული დეზინფორმაციის მიზანია, ხელი შეეშალოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესს.

სემეკ-ის მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე პირველი ივლისიდან ასამოქმედებელი სიახლეები არ უკავშირდება ტარიფებს.

კომისია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება“, – აღნიშნულია სემეკ-ის განცხადებაში.

სემეკ-ის მიერ 2020 წლის 29 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2021 წლის 1 იანვრიდან მოქმედი ელექტროენერგიის ახალი ტარიფებები 2025 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

შესაბამისად, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას მიერ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია („ხელისუფლება მორიგ ანტისოციალურ გადაწყვეტილებას ამზადებს და 1 ივლისიდან დენის ტარიფები იზრდება თბილისსა და რეგიონებში“) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით