„წელს საქართველოში ყველაზე „დეფექტიანი არჩევნები“ ჩატარდა“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 18 ნოემბერს „მთავარი არხის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ოფიციალურმა პირებმა მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ წელს საქართველოში ყველაზე „დეფექტიანი არჩევნები“ ჩატარდა, სახეზე იყო ამომრჩევლის მოსყიდვის, დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების ფაქტები, მმართველი პარტიისთვის ხმის მიცემის მიზნით.

„სახელმწიფო დეპარატმანეტი მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ტრანსკრიპტს ავრცელებს, სადაც საუბარი შეეხო არჩევნებს: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ოფიციალურმა პირებმა მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტზე ისაუბრეს – წელს საქართველოში ყველაზე “დეფექტიანი არჩევნები” ჩატარდა. სახეზე იყო ამომრჩევლის მოსყიდვის, დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების ფაქტები, მმართველი პარტიისთვის ხმის მიცემის მიზნით.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით [რომელიც გავრცელებულ ტრანსკრიპტშია მოხსენიებული], მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-მ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულად შეაფასა, მათვე, არაერთი დარღვევა დააფიქსირეს, რაზეც აშშ-ს მისიის დამკვირვებლებიც თანხმდებიან.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტმანეტის წარმომადგენლები ოპოზიციის წევრებს სამართლებრივ ბრძოლას ურჩევენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემის მიმართ არსებულ დაბალ სანდოობასთან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან“, – წერს „მთავარი არხი“.

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს პირველი არხის მერ გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სპეციალური ბრიფინგის ჩანაწერში საუბარი ნამდვილად არის იმაზე, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გარკვეული დარღვევებით ჩატარდა და ასე ხდებოდა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, თუმცა, ეს არჩევნები „იყო კონკურენტული არჩევნები, გარკვეულწილად უკეთესი – ნაკლები სიძულვილის ენა, ნაკლები აგრესიული მეთოდები არჩევნებამდე, მაგრამ, ამასთანავე, დაცული იყო აზრის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ მათ შეფასებაში დაკვირვების დროს ასევე დაფიქსირდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა ხმების მოსყიდვა და ამომრჩევლის დაშინება, რაც სამწუხაროდ მთელი ამ 30 წლის განმავლობაში არჩევნების კუთხით ხელს უშლის საქართველოს. ჩვენმა ჯგუფმა დააფიქსირა ეს ფაქტი. ჩვენი საელჩოს განცხადებაში ნახსენებია აღნიშნული ფაქტის შესახებ“ – ნათქვამია ბრიფინგის ჩანაწერში.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სპეციალური ბრიფინგის ტექსტში არსადაა გამოყენებული სიტყვა „დეფექტური“ არჩევნებთან მიმართებაში და მეტიც, ბრიფინგის მომხსნებელი, რომელსაც ტრანსკრიპტი პირველ მომხსენებელს უწოდებს, სვამს კითხვას, რომ ეს არჩევნები არ განსხვავდებოდა წინა არჩევნებისგან და მაშინ მსგავსი დარღევების გამო არ მოუთხოვია (ოპოზიციას) ხელახალი არჩევნების ჩატარება.

შესაბამისად, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგის ჩანაწერის თანახმად, წელს საქართველოში „ყველაზე დეფექტიანი“ არჩევნები ჩატარდა, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით