„ვისაც, ბანკში დიდი სესხი აქვს, მე მზად ვარ, ყველას კიდევ რამდენიმე თვით გადავუვადო - მამუკა ხაზარაძე“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 17 აგვისტოს, სააგენტო abcnews.com.ge-მ, sportliga.ge-ზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამუკა ხაზარაძის თქმით, ის მზად არის, ვისაც ბანკში დიდი სესხი აქვს, ყველას რამდენიმე თვით გადაუვადოს. ამასთან, დახმარების მიღების მსურველებს, სააგენტო abcnews.com.ge ბმულზე გადასვლასაც სთავაზობს.

გადამოწმებული: 1tv.ge

სააგენტო abcnews.com.ge-ს მიერ წყაროდ მითითებულ sportliga.ge-ზე ასეთი ინფორმაცია არ იძებნება. abcnews.com.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კი, პოლიტიკურ გაერთიანებაში „ლელო საქართველოსთვის“, რომლის ლიდერიც არის მამუკა ხაზარაძე, კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ მამუკა ხაზარაძეს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია.

რაც შეეხება სესხის გადავადების საკითხში დახმარების მიღებისთვის ბმულის გამოყენებას, ასეთი ოპერაციის განხორციელება შეუძლებელია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო abcnews.com.ge-ს მიერ, 17 აგვისტოს, მამუკა ხაზარაძის სახელით გავრცელებული ინფორმაცია („ვისაც, ბანკში დიდი სესხი აქვს, მე მზად ვარ, ყველას კიდევ რამდენიმე თვით გადავუვადო“) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით