

მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 11 აგვისტოს, ტელეკომაპანია „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ავტოიმპორტიორების საქმიანობას შეეხებოდა. სიუჟეტში აღინიშნა, რომ „უკვე ხუთი თვეა, რუსთავის ავტობაზრობა გაჩერებულია“.
გადამოწმებული: 1tv.ge
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, რუსთავის ავტობაზრობამ, 2020 წლის 22 მარტიდან დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან (23 მაისი) დაახლოებით ერთ კვირაში – 1 ივნისს, მუშაობა განაახლა და დღემდე აგრძელებს საქმიანობას.
ეს ფაქტი „ანტიფეიკს“ რუსთავის ავტობაზრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასული ინფორმაცია, თითქოს, „უკვე ხუთი თვეა, რუსთავის ავტობაზრობა გაჩერებულია“, არის სიყალბე.