„უკრაინა და საქართველო ნატო-ს სამიტზე თითქმის არ გახსენებიათ... „ძვირფასი“ პარტნიორები ალიანსის ქვეყნებს სამიტზე არ დაუპატიჟებიათ და მათი გაწევრიანების პერსპექტივა არც კი განუხილავთ“

მოწოდებული ინფორმაცია

რუსულმა ტელეარხმა „როსია 1“-მა, 14 ივნისს ბრიუსელში ჩატარებული ნატო-ს სამიტის სხვადასხვა ასპექტის გაშუქებისას, ყურადღება ალიანსის პარტნიორი ქვეყნების – საქართველოსა და უკრაინის საკითხზეც გაამახვილა.

„უკრაინა და საქართველო ნატო-ს სამიტზე თითქმის არ გახსენებიათ… „ძვირფასი“ პარტნიორები ალიანსის ქვეყნებს სამიტზე არ დაუპატიჟებიათ და მათი გაწევრიანების პერსპექტივა არც კი განუხილავთ“, – აცხადებს  ტელეარხი „როსია 1“.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრამა ირაკლი ღარიბაშვილმა, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ბრიუსელის ფორუმში მსოფლიო ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად იყო დასახელებული ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრო, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა.

საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა პანელზე, სახელწოდებით Investing in Resilience, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა ნატო-ს მოკავშირეებს შორის მდგრადობის ინტეგრირებულ და კოორდინირებულ მიდგომაში ინვესტირების მნიშვნელობაზე.

ნატო-ს სამიტის შემდეგ მიღებულ კომუნიკეში ჩაიწერა, რომ ძალაში რჩება ბუქარესტის 2008 წლის გადაწყვეტილება. დოკუმენტში,  თარიღის დაკონკრეტების გარეშე, ხაზგასმულია ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულება  და აღნიშნულია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი და ამ პროცესის შემადგენელი იქნება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, ანუ მაპის მიღება.

ამდენად, ტელეარხ „როსია 1“-ის მიერ გავრცელებული ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია („უკრაინა და საქართველო ნატო-ს სამიტზე თითქმის არ გახსენებიათ… „ძვირფასი“ პარტნიორები ალიანსის ქვეყნებს სამიტზე არ დაუპატიჟებიათ და მათი გაწევრიანების პერსპექტივა არც კი განუხილავთ“) წარმოადგენს სიყალბეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით