თურქეთის საზღვრის კვეთის დროს მოქმედი კოვიდრეგულაციები და წესები

მოწოდებული ინფორმაცია

ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, აქტუალურია, თურქეთის საზღვრის გადასაკვეთად, რა კოვიდრეგულაციები და წესები მოქმედებს .

ამის გასარკვევად, „ანტიფეიკი“ საქართველოში თურქეთის საელჩოს დაუკავშირდა.

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, 2021 წლის 25 ივნისის მდგომარეობით, თურქეთის ნებისმიერი (სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო) სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით საზღვრის გადასაკვეთად, შემდეგი წესები მოქმედებს: 

საკარანტინო ზომები არ გამოიყენება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც:

– საზღვრის კვეთამდე მინიმუმ 14 დღით ადრე ჩაიტარებენ ვაქცინაციას;

–  ან / და წარადგენენ ოფიციალურ დოკუმენტს, რომ კოვიდინფექცია გადატანილი აქვთ ბოლო 6 თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, მათ არ მოეთხოვებათ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

პირებზე, რომლებიც თურქეთის საზღვრის კვეთისას ვერ წარადგენენ ვაქცინაციის მოწმობას ან  კოვიდ-19-ის გადატანის შესახებ ოფიციალური დოკუმენტს, გავრცელდება შემდეგი წესები:

– უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე ბოლო 72 სთ-ში ჩატარებული PCR ტესტის  უარყოფითი პასუხი,

 – ან, საზღვრის კვეთამდე ბოლო 48 სთ-ში ჩატარებული ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.

თურქეთის ტერიტორიაზე შესული ვიზიტორები, მათი დანიშნულების ადგილის მიხედვით,  შეიძლება დაექვემდებარონ შერჩევით (Sampling) PCR ტესტირებას, რომელსაც ატარებს თურქეთის ჯანმრთელობის სამინისტრო.

ამ შემთხვევაში, ვიზიტორები ჩააბარებენ ტესტის მასალას, რის შემდეგაც, მათ მიეცემათ დანიშნულების ადგილზე გამგზავრების უფლება. თუ ტესტის პასუხი პოზიტიური აღმოჩნდება, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო, Covid-19 რეგულაციების შესაბამისად, უზრუნველყოფს მათ მკურნალობას. ტესტის დადებითი შედეგების მქონე პირებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფები დაექვემდებარებიან 14-დღიან კარანტინს, მათ მიერ მითითებულ მისამართებზე. კარანტინი დასრულდება იმ შემთხვევაში, თუ მე-10 დღის ბოლოს ჩატარებული PCR ტესტის პასუხი იქნება ნეგატიური. იმ პირების საკარანტინე პერიოდი, რომლებსაც დაუდასტურდებათ, კოვიდ-19-ის დელტა ვარიანტი („ინდური შტამი“) დასრულდება მე-14 დღის ბოლოს ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საფუძველზე.

თვითმფრინავის / გემის ეკიპაჟის წევრები, საკვანძო პოზიციის მეზღვაურები და სატვირთო მანქანების მძღოლები თავისუფლდებიან SARS-CoV-2 PCR ტესტირებისა და კარანტინისგან.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით