„თურქეთის აეროპორტებში COVID-19-ზე ტესტის ჩატარება უფასოა, ხოლო ქვეყნის დატოვებისას, მგზავრის სურვილის შემთხვევაში, სერვისის ღირებულება 15 ევრო იქნება“

მოწოდებული ინფორმაცია

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,  avia news -მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ თურქეთის აეროპორტებში მგზავრებს კოვიდ-19-ის ტესტებს უფასოდ ჩაუტარებენ, ხოლო ქვეყნის დატოვებისას, მგზავრებს სურვილისამებრ, შეუძლიათ განმეორებით ჩაიტარონ ტესტირება, რომლის საფასურიც 15 ევრო იქნება.

„თურქეთის აეროპორტებში ჩასული მგზავრებისთვის COVID-19-ზე ტესტის ჩატარება უფასო იქნება. ხოლო ქვეყნის დატოვებისას კი, მგზავრის სურვილის შემთხვევაში ტესტის ჩატარება შესაძლებელია და მისი ღირებულება 15 ევრო იქნება.აღნიშნული ტესტი კი მგზავრისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგანაც ესა თუ ის ქვეყანა ჩასულ მგზავრებს COVID -პასპორტს სთხოვს.

თურქეთში ჩამოსულ ყველა ტურისტს ჩაუტარდება თერმოსქრინინგი, თუმცა თუ კი მათი ტემპერატურა 37.8 გრადუსის დონეზე ან უფრო მაღლა დაფიქსირდება, ასეთ მგზავრს აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებულ ტესტირების ცენტრებში COVID-19-ზე ტესტს გაუკეთებენ.

იმავდროულად თურქეთი ტურისტებს COVID-19-ის რისკისგან დააზღვევს, უფრო კონკრეტულად კი ქვეყანა ტურისტებს დაზღვევის გაფორმებას შესთავაზებს, თუკი მათ მოგზაურობის პერიოდში ვირუსი აღმოაჩნდებათ.

„[დაზღვევის] დაფარვა დამოკიდებულია არჩეულ პაკეტზე. შვიდ დღიანი პაკეტის შემთხვევაში დაზღვევის ღირებულება 15 ევროა და ის – მოიცავს 3 ათასი ევროს დაფინანსებას, 19 ევროიანი პაკეტი – 5 ათასი ევროს, 23 ევროიანი პაკეტი კი მკურნალობის ხარჯებს 7 ათასი ევროს მოცულობით დაფინანსებას”, – აცხადებს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი მეჰმედ ნური ერსოი.

მისი თქმით, დაზღვევის ახალი სისტემა ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ, ისე ტუროპერატორებთან ავიაბილეთის შეძენისას. სადაზღვეო პაკეტის ყიდვა შესაძლებელია თურქეთის აეროპორტებშიც“ – წერს avia-news

გადამოწმებული: 1tv.ge

ზემოთაღნიშნულ ინფორმაციას anadoly agency-ზე დაყრდნობით არაერთი გამოცემა ადასტურებს. 24 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა თურქეთი ევროპულ ქვეყნებს შორის ტურიზმის უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დაასახელა და განაცხადა, 2023 წლამდე გაწერილი ტურიზმის  სტრატეგიის შესაბამისად,  მიზნები კვლავაც უცვლელია. რაც შეეხება ტესტირების ცენტრებს, თურქეთის ყველაზე დატვირთულ აეროპორტებში 1 ივლისიდან იფუნქციონირებს, ხოლო დანარჩენ აეროპორტებში – 15 ივლისიდან.

შესაბამისად, მოწოდებული ინფორმაცია არის სიმართლე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით