„ტურისტებს, რომლებიც აცრილები იქნებიან... „სპუტნიკის“ ვაქცინით, შეეძლებათ იმოგზაურონ ევროპის ქვეყნებში“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 19 მაისს, ინტერნეტ-პორტალმა „რეზონანსდეილიმ“ (rezonancedaily.com) გაავრცელა ინფორმაცია, რომ „კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილებისთვის ევროკავშირი საზღვრებს ხსნის“. იმ ვაქცინების ჩამონათვალში, რომლით აცრილ ტურისტებსაც ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა შეეძლებათ, „რეზონანსდეილი“ რუსულ ვაქცინა „სპუტნიკ -V“-საც ასახელებს.

გადამოწმებული: 1tv.ge

ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, გახსნას საზღვრები იმ პირებისთვის, რომლებიც ევროპის წამლის სააგენტოს ან/და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინების ორივე დოზით არიან აცრილები.

როგორც „ნიუ იორკ ტაიმსი“  წერს, აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა დღეს (19 მაისს) გაიმართა და გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ელჩებმა მიიღეს.

ამ გადაწყვეტილების თანახმად, ევროკავშირი მიიღებს ვიზიტორებს, რომლებსაც იმუნიზაციის სრული კურსი ჩატარებული აქვთ “ფაიზერის”, “მოდერნას”, “ჯონსონის”, “ასტრაზენეკას” ან “სინოფარმის” ვაქცინებით.

როგორც ცნობილია, „ევროპის მედიკამენტების ასოციაციას“ ავტორიზაცია გაცემული აქვს კოვიდსაწინააღმდეგო 4 ვაქცინაზე, ესენია: „პფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“ და „ჯონსონი & ჯონსონი“.

თავის მხრივ, „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“ მიერ 2021 წლის 7 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ „პფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“ და „ჯონსონ & ჯონსონის“ ვაქცინებთან ერთად, ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ჩინური „სინოფარმის“ მიერ წარმოებულ ვაქცინას.

აღნიშნულის საფუძველზე, როგორც „ნიუ იორკ ტაიმსის“ სტატიაშია ნათქვამია, ამ ხუთი კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინით სრულად აცრის შემთხვევაში, ტურისტებს შეუძლიათ ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად შესვლა. ვაქცინების სრული ჩამონათვალი კი, როგორც აღვნიშნეთ, მოცემულია „ევროპის მედიკამენტების სააგენტოს“ და „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“ ვებ-გვერდებზე.

ამდენად, ინტერნერ-პორტალ „რეზონანსის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ტურისტებს, რომლებიც აცრილები იქნებიან… „სპუტნიკის“ ვაქცინით, შეეძლებათ იმოგზაურონ ევროპის ქვეყნებში“, არის ყალბი.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით