„ტაიდის“ სარეცხი აბებისა და ბავშვთა იმუნიზაციისთვის განკუთვნილი ვაქცინების 27 ინგრედიენტიდან 16 ერთმანეთს ემთხვევა

მოწოდებული ინფორმაცია

სააგენტო „როიტერი“ გამოეხმაურა ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, სარეცხი საშუალება „ტაიდსა“ და ბავშვთა იმუნიზაციისთვის განკუთვნილი ვაქცინების შემადგენლობაში შემავალი  27 კომპონენტიდან 16 ერთმანეთს ემთხვევა. „ჩემს სიტყვას ნუ ენდობით. თავად გამოიკვლიეთ, სანამ თქვენ ძვირფას ბავშვებს აცრით,“  – წერს ფეისბუქის მომხმარებელი.

აღნიშნულმა პოსტმა სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

გადამოწმებული: 1tv.ge

სოციალურ მედიაში გაჟღერებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ „ტაიდის“ სარეცხი აბები და ბავშვთა იმუნიზაციისათვის განკუთვნილი ვაქცინების 27 ინგრედიენტიდან 16 ერთმანეთს ემთხვევა, სააგენტო „როიტერმა“ გადაამოწმა, 25 ივნისს კი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა.

„ტაიდის“ სარეცხი საშუალების შემადგენლობა გამოქვეყნებულია ვებგვერდზე „სმართლეიბლ”, სადაც დაცულია ინფორმაცია პროდუქტების შემადგენლობაზე, ალერგენებზე, ნუტრიციულ შემცველობაზე და ა.შ. „სმართლეიბლის“ თანახმად, „ტაიდის“ შემადგენლობაში არა 27, არამედ 28 ინგრედიენტი და 29 არომატიზატორია, ანუ ჯამში -57. რაც შეეხება ვაქცინების შემადგენლობას, ინფორმაცია მათი შემადგენლობების შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ვრცელდება. სარეცხი საშუალებისა და ვაქცინების შემადგენლობა ერთმანეთს მხოლოდ სამ კომპონენტში ემთხვევა. ესენია: წყალი, გლიცერინი და აბუსალათინის ზეთი. 

აშშ-ს წამლებისა და კვების სააგენტოს მიერ „როიტერისთვის“ მიწოდებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაქცინები, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ბავშვისთვის არის განკუთვნილი, უსაფრთხო და ეფექტურია.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ტაიდის“ სარეცხი საშუალებები და ბავშვების იმუნიზაციისათვის განკუთვნილი ვაქცინების შემადგენლობის 27 კომპონენტიდან 16 ერთმანეთს ემთხვევა, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით