მოწოდებული ინფორმაცია

ტელეგრამ-არხმა „Помощь Донбассу“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, უკრაინულმა ონლაინ-სერვისმა „Doc.ua“-მ მომხმარებლებს აუწყა, რომ 2023 წლის 1 მარტიდან, დონორებს სისხლის ჩაბარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ ისინი „სუფთა სისხლის“ უკრაინელები არიან. ამავე ტელეგრამ-არხის მტკიცებით, სხვა ქვეყნების მოქალაქეებს უკრაინაში დონორობა ეკრძალებათ.

„ეს კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ 2014 წელს სლავიანსკში მომხდარი რუსული ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყება გამართლებული იყო და მას საფუძვლიანი მიზეზები ჰქონდა“, – წერს „Помощь Донбассу“.

გადამოწმებული: 1tv.ge

უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, უცხოელები და მოქალაქეობის არმქონე პირები შეიძლება იყვნენ დონორები, თუ მათ უკრაინაში მუდმივი ბინადრობის ნებართვა გააჩნიათ. დონაციის დროს, მნიშვნელოვანია არა დონორის ეროვნება, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კერძოდ, უკრაინაში სისხლის დონორები შეიძლება იყვნენ ჯანმრთელი ადამიანები 18 წლის ზემოთ და 50 კგ-ზე მეტი წონით, რომლებსაც არა აქვთ დროებითი (ახლადნაავადმყოფარი პირები, ასევე ადამიანები, ვინც ბოლო პერიოდში მოიხმარა ნარკოტიკები, გაიკეთა ტატუ ან აცრა) ან აბსოლუტური (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და ა.შ. .) უკუჩვენებები.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომლის თანახმად, 2023 წლის 1 მარტიდან, დონორის სისხლი მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ დონორი „სუფთა სისხლის“ უკრაინელია – როგორც `„“Doc.ua“-ს ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, იგორ ლისკიმ თავის ფეისბუქ-გვერდზე დაწერა, ასეთი განცხადება მის ორგანიზაციას არასდროს გაუკეთებია.

იგორ ლისკი თავიდან ვარაუდობდა, რომ შავი პიარი კონკურენტებმა აუგორეს. შემდეგ კი, როდესაც ანალოგიური განცხადება რუსულ ტელეგრამ-არხებზეც ნახა, განაცხადა, რომ ეს იყო რუსული სპეცსამსახურების ფსიქოლოგიური ოპერაცია უკრაინელებზე ზემოქმედების მიზნით.

ინფორმაცია თავად ონლაინ-სერვისმაც უარყო. „ქსელში Doc.ua-ს ბრენდის სახელით გავრცელებული ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არ ვართ ჩართული სისხლის შეგროვებაში ან დონაციასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებში“, – ნათქვამია Doc.ua-ს ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ამდენად, ტელეგრამ-არხმ „Помощь Донбассу“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „სისხლის ჩაბარება მხოლოდ „სუფთა სისხლის“ უკრაინელებს შეუძლიათ“, არის სიყალბე.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინაში დონაციასთან დაკავშირებული ასეთი ყალბი ინფორმაციების გავრცელება პირველად არ ხდება. მანამდე VoxCheck-მა უკვე ამხილა ფეიკები იმის შესახებ, რომ „შეიარაღებული ძალებისთვის უკრაინელი ბავშვები აბარებენ სისხლს“ და „ნატო-მ უკრაინის შეირაღებულ ძალებს დასნებოვნებული დონორის სისხლი გაუგზავნა“.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით